დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 365 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627015, 27/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016208 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №365
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებ აში (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) შეტანის იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი ნაწილის, 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი და მე-10 ნაწილების და 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,”.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ წესით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმისწარმოების) პროცედურები.” ;
ბ) IV თავის შემდეგ დაემატოს IV 1 თავი შემდეგი რედაქციით:
„ თავი IV1
საკონტროლო შესყიდვის განხორციელება კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ
მუხლი 15 1 . კერძო საგადასახადო ინსპექტორი
1. კერძო საგადასახადო ინსპექტორი ამ თავის მიზნებისთვის წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას.
2. კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილია განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით:
ა) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა;
ბ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა;
გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება;
დ) გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა.
მუხლი 15 2 . კერძო საგადასახადო ინსპექტორის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება
1. კერძო საგადასახადო ინსპექტორის შერჩევა ხორციელდება შემოსავლების სამსახურში ამ მიზნით შექმნილი კომისიის მიერ. კომისიის შემადგენლობა, აგრეთვე კერძო საგადასახადო ინსპექტორის მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კერძო საგადასახადო ინსპექტორად შერჩეულ უნდა იქნეს ნასამართლობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელიც არის ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე.
3. კერძო საგადასახადო ინსპექტორის შერჩევის სხვა კრიტერიუმები შესაძლებელია განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. კომისიის წინადადების საფუძველზე, კერძო საგადასახადო ინსპექტორთან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
მუხლი 15 3 . კერძო საგადასახადო ინსპექტორის მიერ საკონტროლო შესყიდვის განხორციელების პროცედურა
1. კერძო საგადასახადო ინსპექტორი საკონტროლო შესყიდვას ახორციელებს საკუთარი სახსრებით როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
3. საკონტროლო შესყიდვის პროცედურა ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
4. კერძო საგადასახადო ინსპექტორმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული კერძო საგადასახადო ინსპექტორის მოწმობა.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კერძო საგადასახადო ინსპექტორი ადგენს ამ წესის № 301 დანართით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
6. კერძო საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია პროცედურის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარადგინოს საგადასახადო ორგანოში.”.
გ) მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) არ ბეჭდავს, გაუგებრად (ბუნდოვნად) ბეჭდავს ან არ ბეჭდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს ჩეკზე;”;
დ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
,,15. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვისას ჩეკზე არასწორი თარიღის და დროის ჩვენების ფაქტის გამოვლენა არ წარმოადგენს პირისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველს.“.
ე) 69-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
4. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა, რომელიც ფიქსირდება №30 დანართის ან №301 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.’’.
ვ) დანართი №30 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №30
_______________________
(უფლებამოსილი ორგანოს დასახელება)
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
სერია. . . . . № 000000
1. ------------ ----------------- --------- 2. -------------------------------------------------------------------------
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო) (ოქმის შედგენის ადგილი)
3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენელი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი)
4. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდამრღვევი პირი: ----------------------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
6. შეფარდებული სანქცია: ---------------------------------------------------------------------------------------
(სანქციის სახე ან/და ოდენობა)
7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
9. მოწმე: ------------------------ ----------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
11. შენიშვნები და განმარტებები: -------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც "საგადასახადო მოთხოვნა", რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში --------------------------------------------------------------------------------------------.
(მისამართი)
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის “.
ზ) №30 დანართის შემდეგ დაემატოს №301 დანართი თანდართული რედაქციით:
„დანართი №301
კერძო საგადასახადო ინსპექტორი
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
სერია. . . . . № 000000
1. ------------ ----------------- --------- 2. --------------------------------------------------------------------------
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო) (ოქმის შედგენის ადგილი)
3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
4. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდამრღვევი პირი: ----------------------------------------------------------------------------------
(სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
6. შეფარდებული სანქცია: ---------------------------------------------------------------------------------------
სანქციის ოდენობა)
7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
9. მოწმე: ------------------------ ----------------------------------
(ხელმოწერა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
11. შენიშვნები და განმარტებები: -------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც "საგადასახადო მოთხოვნა", რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში -------------------------------------------------------------------------------------------.
(მისამართი)
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №“.
თ) 70-ე მუხლის:
თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ამ წესის 151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“;
თ. ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთი – ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს;“;
თ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი ან კერძო საგადასახადო ინსპექტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი;
ვ) შეფარდებული სანქციის სახე ან/და ოდენობა.“.
თ. დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი, სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში).“;
ი) 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვა
1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ამ წესის 151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, ვალდებულია, საგადასახადო სანქცია შეუფარდოს მხოლოდ ფულადი ჯარიმის სახით. ამასთან, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღნიშნული ჯარიმის სახით შეფარდებული სანქცია შეცვალოს გაფრთხილებით ან საგადასახადო კანონმდებლობის სწავლებით.
3. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი საგადასახადო ორგანო, აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №30) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2011 წლის 1 ივლისამდე.
მუხლი 3
კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილია, 2011 წლის 1 ივლისამდე გამოიყენოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №30).
მუხლი 4
2011 წლის 2 ივნისამდე დაწყებული საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დასრულდეს 2011 წლის 2 ივნისამდე, არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 2 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები