დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627014, 28/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016005 |
სართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №5/ნ
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების–საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების–საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009წ., №103, მუხ. 1151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ „ღ“ „ყ“ „შ“ „ჩ“ „ც“ „ძ“ „წ“ „ჭ“ „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:
,,ქ) ზღვის სანაპირო ზონებში ჰიდრო-და მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, აგეგმვითი სამუშაოების პერმანენტულად წარმოება, რისკ-ფაქტორიანი უბნების გამოვლენა და სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება;
ღ) ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონებში ავარიული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის, რეკომენდაციების, სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების მიწოდება შესაბამისი უწყებებისათვის;
ყ) სანაპირო ზონაში ბუნებრივი კომპონენტების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;
შ) სანაპირო ზონაში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების განსაზღვრა და მიწათსარგებლობის რეგლამენტის შემუშავება – მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების და ა.შ. დადგენა;
ჩ) სანაპირო ზონაში სამშენებლო საქმიანობის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ც) ნაპირების საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
ძ) სანაპირო ზონებში ჭარბი აკუმულაციისა და ეროზიული უბნების გამოვლენა და ჭარბი ნატანის გამოყენებით პლაჟების სტაბილიზაციისა და რეანიმაციის სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;
წ) საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;
ჭ) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა;
ხ) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება;
ჯ) ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკისა და საინჟინრო დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა საერთაშორისო დონეებზე.’’;
ბ) დებულების მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო;“;
გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ნაპირდაცვის სამმართველო.“;
დ) დებულების მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან განსახილველი საინვესტიციო პროექტების შესწავლა, მომზადება, წარდგენა, აგრეთვე პროექტების ტექნიკური ხასიათის მონიტორინგი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინდიკატორების შეფასება;“;
ე) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო
საავტომობილი გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულების მონიტორინგი, ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე შეკეთების შესასრულებელ სამუშაოებზე მიღებული ინფორმაციის მომზადება და საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოში ანალიზისათვის გადაცემა;
გ) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, აგრეთვე ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ, ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;
დ) ყოველი თვის ბოლოს, მიმდინარე შეკეთების შესრულებული სამუშაოების შეთანხმებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება, შესრულებული სამუშაოების მიღების აქტების დამოწმება და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის;
ე) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;
ვ) საავტომობილო გზებისა და მათი კუთვნილებების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე დეპარტამენტის მიერ უკვე გაცემული მშენებლობისა და ტექნიკური პირობების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
თ) მიმდინარე შეკეთების დასრულებული სამუშაოების მიღება და დასრულებული სამუშაოების „მიღების აქტის” საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;
კ) რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ სისტემატიური ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის;
ლ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად სტიქიური მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ სათანადო აქტების შედგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშოების მიმდინარეობის შერჩევითი შემოწმება, სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შერჩევითი შემოწმების შედეგებზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა, შემდგომი რეაგირების მიზნით;
ო) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.“;
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„ მუხლი 151. ნაპირდაცვის სამმართველო
ნაპირდაცვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ზღვის სანაპირო ზონებში ჰიდრო-და მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, აგეგმვითი სამუშაოების პერმანენტულად წარმოება, რისკ-ფაქტორიანი უბნების გამოვლენა და სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება;
ბ) ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონებში ავარიული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის, რეკომენდაციების, სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების მიწოდება შესაბამისი უწყებებისათვის;
გ) სანაპირო ზონაში ბუნებრივი კომპონენტების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;
დ) სანაპირო ზონაში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების განსაზღვრა და მიწათსარგებლობის რეგლამენტის შემუშავება – მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების და ა.შ. დადგენა;
ე) სანაპირო ზონაში სამშენებლო საქმიანობის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ნაპირების საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
ზ) სანაპირო ზონებში ჭარბი აკუმულაციისა და ეროზიული უბნების გამოვლენა და ჭარბი ნატანის გამოყენებით პლაჟების სტაბილიზაციისა და რეანიმაციის სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;
თ) საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;
ი) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა;
კ) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება;
ლ) ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკისა და საინჟინრო დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა საერთაშორისო დონეებზე.
მ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.“.
რ. ნიკოლაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები