,, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110627012, 29/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016040
  • Word
19
24/06/2011
ვებგვერდი, 110627012, 29/06/2011
010250020.35.130.016040
,, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 24 ივნისი

ქ. საჩხერე

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

 მუხლი 1

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2011) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1914 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე) ბეს ოდენობას, რომელიც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.“.

 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,11. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, კომისიის მდივანი, რეგისტრატორი და სააუქციონო კომისიის წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,8. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.“.

 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებული იქნეს.

 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების   მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შედეგებს, პასუხისმგებლობას და, მათ შორის, პირგასამტეხლოს.

 6.ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების ოქმით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში:

 ა) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია მხოლოდ გამყიდველის წერილობითი თანხმობით ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს;

 ბ) ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან;

 გ) ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

 გ.ა.) საინვესტიციო ვალდებულებების (ასეთი პირობის არსებობისას) შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 გ.ბ) მყიდველის მიერ სააუქციონო ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 1%-ს;

 დ) ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.“.

 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-7 მუხლი ამოღებული იქნეს.

 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის პირველ პუნქტსა და დანართი 3-ის პირველ პუნქტში სიტყვები ,,ადმინისტრაციული დაპირება“ ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2

 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე