დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627009, 29/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.130.016037 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 24 ივნისი
ქ. საჩხერე
,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადისაგან გათავისუფლდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახები.“
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები