არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110627008, 28/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.35.143.016069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
40
24/06/2011
ვებგვერდი, 110627008, 28/06/2011
430210000.35.143.016069
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (28/06/2011 - 26/08/2011)

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 24 ივნისი

. ხაშური

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირის ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისხაშურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმები (დანართი #1, #2).

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

 დანართი 1

 

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის–მოწმობის ფორმის მახასიათებლები და აღწერილობა

 

I. მოწმობა უნდა დამზადდეს 240 მ. ცარცის ქაღალდზე А 4 ზომით

მოწმობის გარეკანზე სამართალსუბიექტის სახელწოდების წარწერა –

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით) უნდა შესრულდეს შავი ფერით, მოწმობის გარე კანზე ჩარჩო და ლოგო (სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების დამახასიათებელი ნიშანი)–შინდისფერი ფერით.

მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე),

ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით.

მოწმობის მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ტექსტი უნდა იყოს ჩასმული შინდისფერი ფერის დეკორატიულ ჩარჩოში კუთხეებში ოთხი    ბორჯღალოსნის ნიშნით.

მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) ტექსტი იბეჭდება ქართულ ენაზე:

წარწერა – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარწერა – მოწმობა;

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების

დამახასიათებელი ნიშანი   – ლოგო (ვიოლინოს გასაღები, 2 ფუნჯი, 2 ნიღაბი).

II. მოწმობის მეორე მხარეს ტექსტი იბეჭდება ქართულად (მარცხენა მხარე) და

ინგლისურად (მარჯვენა მხარე) ენებზე:

სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

დოკუმენტის დასახელება – სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლის (სასწავლებლის) დამთავრების მოწმობა

სერია, ნომერი

მიეცა (სახელი,გვარი), რომელმაც ( ) წელს დაამთავრა ( სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმხორციელებელი

დაწესებულების სრული სახელწოდება) და მიიღო შემდეგი შეფასება

(ნუმერაცია ორ სვეტად ერთიდან თორმეტამდე და ხაზები საგნებისა და შეფასების ჩასაწერად)

 დირექტორი (ხელმოწერა)

 მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ხელმოწერა)

ბ.ა. (დაწესებულების ბეჭედი)

მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

III. ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს (დაწესებულების) სახელწოდება.

დამკვეთი (სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება)

ტირაჟი