დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ~ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627006, 29/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016034 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 24 ივნისი
ქ. ტყიბული
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის №8 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 17.05.2011წ.) დამტკიცებულ დანართი 1-ის მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ოქმის ფორმა მზადდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 მაისის №8 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 17.05.2011წ.) დამტკიცებულ დანართი 1-ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.“
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიას (ზ. ობოლაძე)
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკერებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები