დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110627003, 28/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016040 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 20 ივნისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე , ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში (სსმ V, №33 , 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში):
ა) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) სამართლებრივ საკითხებში საკონსულტაციო დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ .
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საკრებულო.
საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები