ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
19/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
000000120.01(3).003.000392
ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/1998 - 31/05/1999)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.392

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

1998 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ

"ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1998 წლის 11 აგვისტოს №4 დადგენილების "ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრვი გადასვლის შესახებ" მე-4 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის წლიური საპროგნოზო ბალანისის საფუძველზე დადგინდეს:

    მუხლი 1. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები

საქართველოს ელექტროსადგურებიდან (ჰიდრო, თბო) გადაცემის და/ან განაწილების ქსელში გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატსაისათვის 2,2 (ორი მთელი და ორი მეათედი) თეთრი, ხოლო იმპორტული ელექტროენერგიის ჩათვლით 2.5 (ორნახევარი) თეთრი/ კვტ.სთ.

მათ შორის:

1. საქართველოს ჰიდროსადგურებიდან გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატისათვის 1.3(ერთი მთელი და სამი მეათედი) თეთრი,

აქედან:

"საქენერგოგენარცია"

(ენგურჰესი და ვარდნილჰესი)     – 1.1

ლაჯანურჰესი                                 – 1.4

ვარციხჰესი (კასკადი)                     – 1.2

რიონჰესი                                        – 1.4

ხრამჰესი I                                         – 1.3

ძევრულჰესი                                        – 1.4

ხრამჰესი II                                   – 1.3

შაორჰესი                                         – 1.5

გუმათჰესი (კასკადი)                          – 1.4

ზაჰესი                                               – 1.6

ჟინვალჰესი                                      – 1.7

იგოეთჰესი                                            – 2.4

ჩითახევჰესი                                    – 1.7

კაბალჰესი                                         – 2.4

აწჰესი                                              – 2.0

კახარეთჰესი                                    – 2.4

ბჟუჟაჰესი                                         – 2.0

კინკიშაჰესი                                      – 2.4

თეთრიხევჰესი                                – 2.0

კურზუჰესი                                      – 2.4

ორთაჭალჰესი                                 – 2.0

მარტყოფჰესი                                      – 2.4

ალაზანჰესი                                      – 2.2

მაჭახელაჰესი                                   – 2.4

საცხენისჰესი                                   – 2.2

მისაქციელჰესი                               – 2.4

სიონჰესი                                          – 2.2

რიცეულაჰესი                                 – 2.4

აბჰესი                                               – 2.4

სქურიჰესი                                            – 2.4

აჭიჰესი                                            – 2.4

ტირიფონჰესი                                 – 2.4

დაშბაშჰესი                                      –2.4

ჩხოროწყუჰესი                               – 2.4

დმანისჰესი                                      – 2.4

ხერთვისჰესი                                   – 2.4

2. საქართველოს თბოელექტროსადგურებიდან (თბილსრესი, თბილთეცი) გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატსაათისათვის 5.4 (ხუთი მთელი და ოთხი მეათედი) თეთრი,

მათ შორის:

) თბილსრესისათვის დადგინდეს ორსაფეხურიანი ტარიფი

ერთი კილოვატი გარანტირებული სიმძლავრისათის 2.5 (ორნახევარი) ლარი თვეში;

გაცემული ელექტროენერგიისათვის 4.8 (ოთხი მთელი და რვა მეათედი) თეთრი/კვტ.სთ;

) თბილთეცისათვის (ელექტროენერგიისათვის და თბოენერგიისათვის საშუალოდ) 12 (თორმეტი) თეთრი/კვტ.სთ.

3. მაღალი ძაბვის ქსელით მიწოდებული იმპორტული ეექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი არსებული კონტრაქტების შესაბამისად 4.5 (ოთხი მთელი და ხუთი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 2. ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მომსახურების ტარიფები

1. ელექტროენერგიის გადაცემისათვის (გადაცემის ქსელში დანაკრგების ჩათვლით) მთლიანად 1.4 (ერთი მთელი და ოთხი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

მათ შორის:

) "საქელექტროგადამცემისათვის"  საშუალოდ 1.0

) "საქრუსენერგოსათვის"0.6

) "თეასისათვის" 0.3

) დუშეთის ენერგოკომპანიისათვის 0.2

2. განაწილებისათვის საშუალოდ (განაწილების ქსელში დანაკარგების ჩათვლით) 1.8 (ერთი მთელი და რვა მეათედი) თეთრი/კვტ.სთ., ანუ გამანაწილებელი კომპანიების მიერ საშუალო ძაბვაზე (6 კვ, 10 კვ) ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი საშუალოდ 4.2 (ოთხი მთელი და ორი მეათედი) თეთრი ყოველი კილოვატისათვის.

3. ერთიანი ენერგოსისტემის დისპეტჩერიზაციისათვის 0.3 (სამი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 3. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფები

პირდაპირი მომხმარებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა და ტარიფი განისაზღვრება ორივე მხარის (მიმწოდებელი და მომხმარებელი) მიერ სემეკ-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე დადგენილი წესით. სხვა შემთხვევაში, სემეკის 1998 წლის 11 აგვისტოს №4 დადგენილების "ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრივი გადასვლის შესახებ" შესაბამისად, ყველა მომხმარებლის ტარიფი შეადგენს 6 (ექვს) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 4. დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს სემეკ-ის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ", სემეკის 1998 წლის 8 აპრილის №2 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ" საქართველს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" და სემეკის 1998 წლის 30 ივლისის №5 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ" საქართველოს ელეტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში დამატების შესახებ".

ელ. ერისთავი