,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110624025, 27/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016147
  • Word
110/ნ
23/06/2011
ვებგვერდი, 110624025, 27/06/2011
430210000.22.022.016147
,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 110/

2011 წლის 23 ივნისი

. თბილისი

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2009 ., №33, მუხ. 390)  დამტკიცებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5  მუხლის მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სააგენტო გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი