დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624024, 27/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016146 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №109/ნ
2011 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებით (სსმ III, 19.08.2005წ., №97, მუხ.1096) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ” ქვეპუნქტი:
,,თ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებისათვის ქართული ენის შესწავლას, ამ მიზნით უფლებამოსილია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გახსნას წარმომადგენლობები ”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები