დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624015, 24/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016407 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №247
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით (სსმ, 2009 წელი, №20, მუხლი 224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე -7 მუხლის პირველი პუნქტის ,, ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა, პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის განხორციელება დონორების შესაბამისი სახელმძღვანელოების, დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმებისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, აგრა რულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა.“.
2. ამოღებულ იქნეს მე -10 მუხლის მე -3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
1. ეს დადგენილება , გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები