დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624014, 24/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.016406 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილების (სსმ, 13.12.2010 წ.) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონკურსო პირობების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილმა კომისიამ კონკურსის წესით გამოავლინოს გამარჯვებული ამ დადგენილებით შესყიდული ან დონორების მიერ რეაბილიტირებული ობიექტების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები