დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624010, 24/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.016402 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში (სსმ, 26.06.2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი, დოქტორანტი და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, აკრედიტებულ ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები