დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624008, 24/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016255 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №332
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,, საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ” 2011 წლის 16 ივნისს ხელმოწერილი ოქმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები