დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1035 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110624003, 27/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1035
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, შპს „საქართველოს რკინიგზის” 20.06.11 წლის №25902/12 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 21.06.11 წლის სხდომის №9 ოქმისა და ამავე კომისიის 21.06.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „საქართველოს რკინიგზას” მიენიჭოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული, შპს ,,საქართველოს რკინიგზის” 20.06.11 წლის №25902/12 წერილის დანართი №1-ით განსაზღვრული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.
2. შპს „საქართველოს რკინიგზამ” ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები