„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110623022, 23/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016141
  • Word
72
23/06/2011
ვებგვერდი, 110623022, 23/06/2011
110060000.22.027.016141
„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 72

2011 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებით (სსმ. III ნაწ. №148 12.11.2010) დამტკიცებული „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები“ III თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განრიდების პროგრამა გამოიყენება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ერთობლიობისას. განრიდების პროგრამა ჯგუფურ დანაშაულზე (გარდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისა) ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურობის გამო ხვდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ამასთან, ჯგუფის მონაწილე არასრულწლოვნის პიროვნული თვისებების, ბრალის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განრიდება შეიძლება არ გავრცელდეს ჯგუფის ყველა წევრზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი