დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110623012, 27/06/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.025.016027 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №95
2011 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის №4385 კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (სსმ ვებპორტალი, 04.02.2011) 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი
1. ტყის რესურსებისათვის, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისთვის უკანონო ქმედებით ზიანის მიყენებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოანგარიშდება) ამ მეთოდიკის დანართი 10-ის მიხედვით.
2. დაცული ტერიტორიების კატეგორიებზე ამ მუხლით ან/და დანართ 10-ით გათვალისწინებული უკანონო ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება ამ მეთოდიკით დადგენილი წესით გაანგარიშებული ზიანის ორმაგი ოდენობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე სამართალდარღვევის ადგილიდან წაღებულია და შეუძლებელია ხის ტაქსაციური დიამეტრის დადგენა, მაშინ ტაქსაციური დიამეტრის დასადგენად გამოიყენება ფესვის ყელის და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების გამოსახულება, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი ცხრილებით ან ფორმულით. ანალოგიურად, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე წაღებულია და ჯირკის გადანაჭერზე შეინიშნება ხმობის, ფაუტიანობის ან ღრუიანობის ნიშნები, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება მე-10 დანართის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში ამავე დანართის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევა, და როცა ამ მერქნის რაოდენობა (მოცულობა) ცნობილია, გაანგარიშებულ ზიანის თანხას ემატება ხის შესაბამისი მერქნული რესურსის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა შესაბამისი მოცულობის გათვალისწინებით (ნამრავლით).
5. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება ამ მეთოდიკით დადგენილი წესით გაანგარიშებული ზიანის ორმაგი ოდენობით.
6. გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.“.
2. მე-10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 10
| უკანონო ტყითსარგებლობის სახე | მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის განსაზღვრა (ლარებში) | |
| 1 | 2 | |
|
1 | ტყეკაფის გამოყოფა დადგენილი წესის დარღვევით
| ათვისებულ ტყეკაფზე – ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი მოსაკრებლის საერთო ოდენობის (თანხის) 30%; ნაწილობრივ მოჭრილ ტყეკაფზე – მოჭრილი ხეების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობის 30% . |
|
2 | ჭრის შედეგად ტყეკაფში კორომის სიხშირის ნორმაზე დაბლა დაყვანა
| ნორმაზე ზევით მოჭრილი ზეზეური ხისთვის – ტყის მერქნიან სახეობათა (1მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; |
|
3
| ტყეკაფის ათვსების შემდეგ თუ დადგინდა რომ შესაბამის ტყეკაფზე ხმელი, ხმობადი, ძლიერ დაზიანებული ხეები ჭრაში არ იქნა დანიშნული ან დანიშნული ხმელი, ხმობადი, ძლიერ დაზიანებული ხეები მოუჭრელად იქნა დატოვებული. | ჭრაში არ დანიშნული ან ჭრაში დანიშნული და ტყეკაფში მოუჭრელად დატოვებული ხისთვის – ტყის მერქნიან სახეობათა (1მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე–3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოთხმაგი ოდენობა; |
| 4
| ტყეკაფში ტყის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხვა, მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობის შემთხვევაში | მოჭრილი ხეების ოდენობის 10%-ზე ზევით დაზიანებული თითოეული ხისთვის – შესაბამისი ხარისხის (I ან II) ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფის (1მ 3 -ის) ხის სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა;
შენიშვნა: ერთდროულად 2 ან მეტი მერქნიანი მცენარის დაზიანების შემთხვევაში დასაშვებ (10%) ოდენობაში პირველ რიგში ჩაითვლება ბუნებრივი რესურსების დაბალი მოსაკრებლის ან/და მცირე დიამეტრის მქონე ხეები. |
|
5 | მოჭრილი და მიყუდებული ან ნახევრად ჩაჭრილი (საშიში) ხეების დატოვება | თითოეული ხისთვის – შესაბამისი ხარისხის (I ან II) ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფის (1მ 3 -ის) ხის სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა; |
|
6 | მოზარდ-აღმონაცენის ამოძირკვა ან მოჭრა ან განადგურება (გარდა მოჭრილი ხის წაქცევითა და დადგენილი წესით მორთრევით გამოწვეული დაზიანება/განადგურებისა).
| ამოძირკულ, დაზიანებულ ან განადგურებულ ფესვის ყელზე 12 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის თითოეული მცენარისათვის – ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა; |
|
7
| ცოცხალი (ნედლი) მერქნიანი მცენარეების, ასევე მინდორსაცავი და ქარსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი (ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე) ნარგაობის უკანონოდ ამოძირკვა, მოჭრა ან დაზიანება, რამაც მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოიწვია,
| ა) ამოძირკული (ნებისმიერი ხარისხის) ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ3-ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; შენიშვნა: თუ ამოძირკული ხის სახეობის დადგენა შეუძლებელია, ზიანის გაანგარიშება ხდება აღნიშნულ ფართობზე ან ლიტერში გაშენებული ან გაბატონებული ჯიშის ხის სახეობის მიხედვით; |
| ბ) მოჭრილი ან დაზიანებული პირველი ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; | ||
| გ) მოჭრილი ან დაზიანებული მეორე ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე -3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; | ||
| 8 | ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების დადგენილი წესის დარღვევა | გაუწმენდავად დატოვებული ტყეკაფის თითოეულ ჰექტარზე გამოზიდული ხე-ტყის მერქნული რესურსის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის საერთო ოდენობის 30%; |
|
9
| სამეურნეო საქმიანობის შედეგად ნიადაგის დეგრადაცია, რაც გამოიწვევს ეროზიულ პროცესებს, თუ ტყეკაფის ათვისებისთანავე შესაბამისი ტერიტორია აღდგენილ არ იქნა პირვანდელ ან მასთან მიახლოვებულ მდგომარეობაში | ამ შემთხვევაში ზიანი იანგარიშება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. |
| 10 | გამოფისვა | გამოფისული შესაბამისი ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა; |
| 11 | ტყის კულტურების განადგურება ან დაზიანება | ყოველ განადგურებულ, ფესვის ყელზე 12 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე მცენარეზე – 20 ლარი |
|
12
| წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ფესვის ყელზე 12 სმ-მდე დიამეტრის სახეობების უკანონოდ მოჭრა ან წიწვიანი სახეობის მერქნიან მცენარეთა ფესვის ყელზე 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის სახეობებისათვის ვარჯის წვერის წაჭრით მცენარის დაზიანება | ყოველ მოჭრილ ან დაზიანებულ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; |
|
13 | მინდორსაცავი და ქარსაცავი ტყის ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის დაზიანება, რაც მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტას არ გამოიწვევს. | დაზიანებული პირველი ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა; |
| დაზიანებული მეორე ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე -3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა; | ||
|
14
| ტყის ნაყოფმომცემი (ჯონჯოლი, ქაცვი, კოწახური, შინდი, ნუში და სხვა) მცენარეების მოჭრა
| ყოველ მოჭრილ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა; |
|
15 | ბზის ან უთხოვრის მოჭრა, ამოძირკვა, ან დაზიანება ტოტების მოჭრით | ა) ყოველ მოჭრილ ან ამოძირკულ უთხოვარზე ან/და ბზაზე ერთ ძირზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა; |
| ბ) თუ ცნობილია დაზიანებული მცენარეების რაოდენობა, ყოველ დაზიანებულ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის 15%; | ||
| გ) თუ დაზიანებული მცენარეების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია – ყოველ მოტეხილ 20 სმ-მდე სიგრძის ტოტზე – 1 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მოტეხილ 20 სმ-ზე მეტი სიგრძის ტოტზე – 2 ლარის ოდენობით. | ||
|
16
| ზეხმელი, ჩახერგილი (მათ შორის წაქცეული) ხეების უნებართვოდ მოჭრა, დამზადება | ასეთ თითოეულ ხეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა; |
| 17 | უკანონო ძოვება | დაზიანებულ ან განადგურებულ მცენარეზე – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის 20%; |
|
18 | ტყის ფონდის მიწის ფართობის მითვისება (თვითნებური ან უკანონო დაკავება, ასევე დაუბრუნებლობა) დროებითი ნაგებობებით ან ერთწლიანი მცენარეებით
| დროებითი ნაგებობით დაკავებულ ყოველ კვ. მეტრზე – მეთოდიკის დანართი №3-ით განსაზღვრული 1 ჰა ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატიული თანხის სამმაგი ოდენობა; ერთწლიანი მცენარეებით დაკავებულ ყოველ კვ. მეტრზე – ამავე დანართით განსაზღვრული 1 ჰა ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატიული თანხის ორმაგი ოდენობა. |
| 19 | ტყის ფონდის მიწის ფართობის მითვისება (თვითნებური ან უკანონო დაკავება, ასევე დაუბრუნებლობა) კაპიტალური ნაგებობებით ან მრავალწლიანი მცენარეებით | კაპიტალური ნაგებობით დაკავებულ ყოველ 1 მ2 მეტრზე – მოთოდიკის დანართი №3-ით განსაზღვრული 1 ჰა ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატიული თანხის ათმაგი ოდენობა; მრავალწლიანი მცენარეებით დაკავებულ ყოველ კვ. მეტრზე – ამავე დანართით განსაზღვრული 1 ჰა ურწყავი სახნავი ათვისების საბაზისო ნორმატიული თანხის ხუთმაგი ოდენობა. |
|
20 | ტყის ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თვითნებური ან უკანონო მოხსნა | თვითნებურად მოხსნილ ჰუმუსოვანი ფენის თითოეულ 1მ 3 -ზე – 300 (სამასი) ლარი; |
| 21
| საქართველოს ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიაქტიური, ბაქტეროლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებითა და ნარჩენებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით | მიწის დაზიანების შემთხვევაში ზიანი იანგარიშება ამ მეთოდიკის მე-3 მუხლის თანახმად. |
| გამხმარ ან დაზიანებულ მერქნიან თითოეულ მცენარეზე, ასევე არამერქნიან თითოეულ მცენარეზე (ბუჩქნარები) – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ათმაგი ოდენობა; | ||
| 22 | ბუჩქების (ასევე ქვეტყის) ამოძირკვა, მოჭრა | ყოველ ასეთ მოჭრილ ან ამოძირკულ მცენარეზე შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; თუ ამოძირკული მცენარის სახეობის დადგენა შეუძლებელია, ზიანის გაანგარიშება ხდება აღნიშნულ ფართობზე გაშენებული ან გაბატონებული სახეობის მიხედვით. |
|
23
| ტყის არამერქნული რესურსების უნებართვოდ შეგროვება სამეწარმეო მიზნით ან რესურსის მოპოვება ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ვადების დარღვევით ან ტერიტორიის გარეთ | გარემოდან ამოღებულ შესაბამის მცენარეთა არამერქნული რესურსებით და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ათმაგი ოდენობა; |
| 24
| ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სამრეწველო მიზნით სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გარეშე ან სარგებლობა ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტში მითითებული ვადების დარღვევით ან ტერიტორიის გარეთ | მოპოვებული პროდუქციის სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; |
| 25 | უკანონო თიბვა | ყოველ 1 მ2 მოთიბულ ფართობზე – 10 ლარი. |
| 26 | უკანონო ხვნა | ყოველი 1 მ2 მოხნული მიწისათვის – 20 ლარი. |
| 28
| 0,4 და ნაკლები სიხშირის კორომებში სანიტარიული ჭრის ჩატარება (ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა) განსაკუთრებული აუცილებლობისა ან სათანადო არგუმენტების არ-არსებობისას | ა) მოჭრილი პირველი ხარისხის ხისთვის – შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა; |
| ბ) მოჭრილი მეორე ხარისხის ხისთვის შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე–3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის სამმაგი ოდენობა; | ||
| 29
| უკანონო მრგვალი ხე -ტყის ტრანსპორტირება, შენახვა | მოჭრილი ხის სახეობის შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა; |
| 30 | უკანონო ხე-ტყის (გარდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება, შენახვა | მოჭრილი ხის სახეობის შესაბამისი ტყის მერქნიან სახეობათა (1მ 3 -ის) სარგებლობისათვის შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა. |
“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები