„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110623004, 27/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.132.016059
  • Word
32
21/06/2011
ვებგვერდი, 110623004, 27/06/2011
190040000.35.132.016059
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

 თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 21 ივნისი

. ბათუმი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბა­მისად, თვითმ­მართველი ქალაქის–ბათუმისსაკრებულო ადგენს:

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ 6-8) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ) დადგენილების 1-ლი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) თვითმმართველი ქალაქის ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმ­მართ­­ველი ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულე­ბელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები, თანახმად დანართი 1 და 2-ისა;“;

) დადგენილების 1-ლი პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ისა და დანართი 2-ის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერია“; „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის“; „ქალაქ ბათუმის მერია“; „ქბმ“;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვებისაჯარიმო ქვითარიშეიცვალოს სიტყვებითსაჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)“;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვებისაჯარიმო ქვითრის ყუაშეიცვალოს სიტყვებითსაჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმის) ყუა“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 და დანართი 4 ამოღებულ იქნეს.

2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმისსაკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ისა და და დანართი 2-ის თავში (პირველ ხაზზე მხოლობით ბრუნვაში), შესავალში (იქ სადაც უნდა მიეთითოს ოქმის/საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მონაცემები - მესამე პირში) და ბოლოში (სადაც მითითებულია დამკვეთი  მხოლობით ბრუნვაში) მიეთითოს შესაბამისი სამართალსუბიექტის (დაწესებულების, სამსახურის, იურიდიული პირის) სახელწოდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ოქმის/საჯარიმო ქვითრის დამამზადებელ პოლიგრაფიულ საწარმოში სტამბური წესით, ისე ოქმის შემდგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

3. თვითმმართველი ქალაქის ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, რომელიმე კონკრეტული სამსახურის ან დაწესებულებისათვის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით ოქმის ან/და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი სამსახურის ან დაწესებულების მიერ გამოყენებაზე უპირატესობა მიენიჭოს ამ სამსახურის ან დაწესებულებისათვის დამტკიცებული ადმინისტრა­ციუ­ლი სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ნიმუშს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . კირთაძე