დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110623002, 27/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.132.016057 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 21 ივნისი
ქ. ბათუმი
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით დადგენილებით დამტკიცებული:
ა) დანართი 1 - სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) დანართი 2 - თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი;
გ) დანართი 3 - თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
დანართი 1
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG –Lარის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს;
გ) ITL –Lარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება:
გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,5-ს;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,4-ს;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1,2-ს;
გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის – 1-ს;
გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის – 1-ს;
გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,8-ს;
გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,6-ს;
გ.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 0,3-ს.
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის.
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს:
ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1500-ს;
ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1250-ს;
ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 750-ს;
ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის – 600-ს;
ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის – 450-ს;
ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 425-ს;
ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 400-ს;
ე.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 375-ს;
2. პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
| ზონა (ქვეზონა) | IMG | ITL | C | K | CN (ლარი) |
| ცენტრალური ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,75 | 1,5 | 0,24 | 1500 | 405 |
| II ქვეზონა | 0,75 | 1,4 | 0,24 | 1250 | 315 |
| III ქვეზონა | 0,75 | 1,2 | 0,24 | 750 | 162 |
| შუალედური ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,75 | 1 | 0,24 | 600 | 108 |
| II ქვეზონა | 0,75 | 1 | 0,24 | 450 | 81 |
| პერიფერიული ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,75 | 0,8 | 0,24 | 425 | 61.2 |
| II ქვეზონა | 0,75 | 0,6 | 0,24 | 400 | 43.2 |
| III ქვეზონა | 0,75 | 0,3 | 0,24 | 375 | 20,25 |
დანართი 2
|
ქვეზონები |
ქ. ბათუმის ზონების (ქვეზონების) აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ცენტრალური ზონა
| ||
|
I ქვეზონა | საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ ს. ჟღენტის ქუჩამდე და ს. ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე. ნინოშვილის ქუჩა ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა „შავი ზღვის ტბამდე“, ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ჟილინის არხამდე და ზღვის სანაპირო.
|
1,5 |
|
II ქვეზონა | საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკამდე, ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკით ს. ჟღენტის ქ.-მდე, ს. ჟღენტის ქ.-დან ნინოშვილის ქ.-ის კუთხემდე, ნინოშვილის ქუჩა (კენტი მხარე) ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა (კენტი მხარე) „შავი ზღვის ტბამდე“ ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ჟილინის არხის გასწვრივ ინასარიძის და ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე, ტბელ აბუსერიძის ქუჩის (კენტი მხარე), ჭავჭავაძის ქუჩის (ლუწი მხარე), წერეთლის ქ. (ლუწი მხარე) შავშეთის ქ.-მდე, შავშეთის ქ. (ლუწი მხარე) გოგებაშვილის ქ.-მდე, გოგებაშვილის ქუჩა (კენტი მხარე), თამარ მეფის გზატკეცილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე.
|
1,4 |
|
III ქვეზონა | გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან, ჭავჭავაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთიდან მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე წერეთლის ქუჩის ლუწ მხარეს, წერეთლისა და შავშეთის ქუჩების ბაქოს ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, ბაქოს ქუჩისა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთამდე ბაქოს ქუჩის ლუწ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთიდან გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩამდე გოგოლის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის კენტ მხარეს, ერისთავისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან შავშეთის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის ლუწ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შაფათავას ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს, შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან სულაბერიძის ქუჩის კვეთამდე შაფათავას ქუჩის ლუწ მხარეს, სულაბერიძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩის კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთამდე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
|
1,2 |
| შუალედური ზონა
| ||
|
I ქვეზონა | ტბ. აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთიდან (წრიულიდან) აჭარის გზატკეცილით ხახულის ქუჩამდე, ხახულის ქუჩა ლეონიძის ქუჩამდე, ლეონიძის ქუჩა (ლუწი მხარე) გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე, გენ. ა. აბაშიძის ქუჩის ლუწი მხარე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის (ლუწი მხარე) ლერმონტოვის ქუჩამდე, ლერმონტოვის ქუჩის (ლუწი მხარე) ბაგრატიონის ქუჩამდე, ბაგრატიონის ქუჩა (კენტი მხარე) გრიბოედოვის ქ.-მდე, გრიბოედოვის ქ. (ლუწი მხარე) ჭავჭავაძის ქ.-მდე, ტბელ აბუსერიძის ქ. (ლუწი მხარე), ტბელ აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთამდე (წრიულამდე).
|
1 |
|
II ქვეზონა | ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთიდან (ბარცხანის ხიდიდან) თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე თამარ მეფის გზატკეცილის კენტ მხარეს, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთამდე (შედის თამარის დასახლება, ქავთარაძის დასახლება, ბარცხანის დასახლება), ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
|
1 |
| პერიფერიული ზონა
| ||
|
I ქვეზონა | ა) ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე ლეონიძის ქუჩას (კენტი მხარე), სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე გენ. ა. აბაშიძის ქუჩას (კენტი მხარე), ლერმონტოვის ქუჩამდე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩას (კენტი მხარე), ბაგრატიონის ქუჩამდე ლერმონტოვის ქუჩას (კენტი მხარე), (კენტი მხარე) გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩას, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთამდე გურამიშვილის ქუჩას (კენტი მხარე), შავშეთის ქუჩამდე შაფათავას ქუჩას (კენტი მხარე), შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სერგო მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩას (ლუწი მხარე), ხახულის ქუჩამდე მამია ვარშანიძის ქუჩას (ქუჩის ორივე მხარე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში) და ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთამდე ხახულის ქუჩას (ქუჩის ორივე მხარე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში) შორის არსებული ტერიტორია. ბ) ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან ზღვის სანაპიროს გაყოლებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საკადასტრო საზღვრის წარმოსახვითი გაგრძელების ხაზთან შეერთებამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საკადასტრო საზღვრის აყოლებით, საკადასტრო საზღვრის წარმოსახვითი გაგრძელების აეროპორტის გზატკეცილთან შეერთებამდე, ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვის პერიმეტრის გაყოლებით კახაბრისა და ხახულის ქუჩების კვეთამდე, კახაბრისა და ხახულის ქუჩების კვეთიდან კახაბრისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთამდე კახაბრის ქუჩის მარჯვენა მხარეს, აეროპორტის გზატკეცილისა და კახაბრის ქუჩების კვეთიდან კობალაძის ქუჩის კვეთამდე (ჟილინის არხის მარცხენა სანაპირომდე) აეროპორტის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს და ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან შავ ზღვამდე შორის არსებული ტერიტორია.
|
0,8 |
|
II ქვეზონა | შავშეთის, მამია ვარშანიძის და სერგი მესხის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, შავშეთისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და ერისთავის ქუჩების კვეთიდან გოგოლის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გოგოლის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის კვეთიდან ფაღავას ქუჩის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩის კვეთიდან თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფაღავას ქუჩას, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთამდე (შედის ე.წ. გოროდოკის დასახლება და „თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის წლის 16 დეკემბრის #743-IIს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიები) და მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
|
0,6 |
|
III ქვეზონა | ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საკადასტრო საზღვრის წარმოსახვითი გაგრძელების ზღვის სანაპიროსთან შეერთებიდან მდინარე ჭოროხამდე ზღის სანაპიროს გაყოლებით, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპირო ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვის მთლიანი პერიმეტრის გაყოლებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საკადასტრო საზღვრის წარმოსახვითი გაგრძელების აეროპორტის გზატკეცილთან კვეთამდე და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საკადასტრო საზღვრის აყოლებით, საკადასტრო საზღვრის წარმოსახვითი გაგრძელების ზღვის სანაპიროსთან შეერთებამდე შორის არსებული ტერიტორია.
|
0,3 |

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები