დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 21/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110622001, 24/06/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.016055 |
თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 21 ივნისი
ქ. ბათუმი
ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „ქ. ბათუმში ერას, ფარნავაზ მეფის, მ. აბაშიძის ქუჩებზე და ე.წ. „ძველ ბათუმში“ საავტომობილო მოძრაობის დარეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-9 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“ №24, 14.02.2007წ. გვ. 17-19) პირველი პუნქტის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც შეეხება ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას, შეჩერებულ იქნეს დროებით (გარდა ზ. გორგილაძის ქუჩის იმ მონაკვეთისა, რომელიც მდებარეობს დ. თავდადებულისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩებს შორის) საკრებულოს მიერ მისი ამოქმედების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. დადგენილების შესახებ ეცნობოს საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურს.
3. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობის დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2011 წლის 9 ივნისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები