დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110621010, 21/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016251 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №305
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები