დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 20/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110621009, 23/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016001 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1
2011 წლის 20 ივნისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა” 23. 05. 2006 წ., №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლის ,,თ“ და ,,მ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) უზრუნველყოფს უსკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების მიზნით.
მ) უზრუნველყოფს უსკოს დოკუმენტაციის არქივში განთავსებას, შენახვასა და დამუშავებას“.
2. მე-11 მუხლის ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ახდენს სსიპ ,,საქართველოს საკანომდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (WWW.MATSNE.GOV.GE) სისტემატიზირებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, უსკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას“.
3. მე-14 მუხლს ,,მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, მ1“ პუნქტი:
,,მ1) არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრირებას უწევს უსკოს ვებგვერდს“.
4. მე-18 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11“ პუნქტი:
,, 11 არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე უსკოში საარჩევნო დავებზე განცხადება-საჩივრის წარდგენა შესაძლებელია უსკოს აპარატის საერთო სამსახურში კალენდარული დღის დილის 10 საათიდან 20 საათამდე“.
მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი გამოქვეყნებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე
კომისიის მდივანი ქ. ჯიქია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები