კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ

  • Word
კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/1956
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 02/11/1999
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000309
  • Word
19/05/1956
გაურკვეველი, -, 18/04/2000
430003000.00.000.000309
კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

 

ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ

პრეამბულა

 

ხელშემკვრელი მხარეები,

აღიარებენ რა იმ პირობების უნიფიკაციის აუცილებლობას, რომელიც არეგულირებს ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულებას, კერძოდ კი იმ დოკუმენტებისას, რომლებიც გამოიყენება ასეთი გადაზიდვების დროს და გადამზიდავის პასუხისმგებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. კონვენციის გამოყენების სფერო

    მუხლი 1

1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების ფასიანი (ანაზღაურებადი) საგზაო გადაზიდვების შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულების მიმართ, როდესაც ტვირთის მიღებისა და მიტანის ადგილები, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულებაში, მდებარეობს ორ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც ამ კონვენციის მონაწილეა, მიუხედავად ხელშეკრულების რეგისტრაციის ადგილის და ეროვნულობისა.

2. წინამდებარე კონვენციის გამოყენებისას „სატრანსპორტო საშუალებებში“ იგულისხმება ავტომობილები, საწევარა ავტომობილები, მისაბმელები და ნახევარმისაბმელები, როგორაც ისინი განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის მე-4 მუხლით.

3. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მაშინაც, როდესაც ამ კონვენციის გამოყენებსი სფეროში შემავალ გადაზიდვებს ასრულებენ სახელმწიფო ან სამთავრობო დაწესებულებები ან ორგანიზაციები.

4. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება:

a) საერთაშორისო საფოსტო კონვენციის თანახმად განხორციელებული გადაზიდვებისას;

b) მიცვალებულთა გადასვენებისას;

c) საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის დროს, ბინის მოწყობილობისა და ავეჯის გადაზიდვისას.

5. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ არ შეცვალონ წინამდებარე კონვენციის დებულებანი ორი ან მეტი მონაწილე მხარის სპეციალური შეთანხმებებით, გარდა მისი გამოყენებისა სასაზღვრო გადაზიდვების მიმართ ან იმ სატრანსპორტო ზედნადებების გამოყენების ნებართვის გაუქმებისა, რომლებიც წარმოადგენენ ტვირთზე საკუთრების უფლებას მხოლოდ თავისი ტერიტორიების ფარგლებში ტვირთების გადაზიდვისას.

    მუხლი 2

1. როდესაც დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გზის რომელიმე მონაკვეთში თავად გადაიზიდება ზღვით, რკინიგზით, შიდა წყლითსავალი ან საჰაერო გზით, და იმ შემთხვევის გარდა, როცა გამოიყენება მე-14 მუხლის დებულებანი, რომ ტვირთი სატრანსპორტო საშუალებიდან არ გადმოიტვირთება, აღნიშნული კონვენცია გამოიყენება მთლიანი გადაზიდვისათვის. ოღონდ თუ დამტკიცდა, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის დაგვიანება მოხდა ამ სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისას და არ იქნა გამოწვეული საავტომობილო გადამზიდავის მოქმედებებითა და ხარვეზებით, არამედ გამოწვეული იყო მოვლენებით, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ამ სხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვისას, საავტომობილო გადამზიდავის პასუხისმგებლობა განისაზღვრება არა წინამდებარე კონვენციით, არამედ ისე როგორც სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადამზიდავის პასუხისმგებლობა, ტვირთის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება რომ დადებულიყო გამგზავნასა და ამ სხვა სახის ტრანსპორტით გადამზიდავს შორის, ტვირთების გადაზიდვის შესახებ კანონის იმპერატიული ნორმების შესაბამისად. მაგრამ თუ ასეთი იმპერატიული ნორმები არ არსებობს, მაშინ საავტომობილო გადამზიდავის პასუხისმგებლობა განისაზღვრება წინამდებარე კონვენციით.

2. თუ საავტომობილო გადამზიდავი ახორციელებს გადაზიდვებს სხვა ტრანსპორტის სახეობებითაც, მისი პასუხისმგებლობა ასევე განისაზღვრება ამ მუხლის პუნქტი 1-ით, ისე რომ საავტომობილო გადამზიდავისა და სხვა სახის ტრანსპორტით გადამზიდავის ფუნქციები განხორციელებულიყო ორი სხვადასხვა პირის მიერ.

თავი II . გადამზიდავის პასუხისმგელობა სხვა პირების მიმართ

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენციით გადამზიდავი პასუხს აგებს როგორც საკუთარი მოქმედებისა და დაუდევრობისათვის, ასევე თავისი აგენტების, თანამშრომლების ან სხვა პირთა მოქმედების და დაუდევრობისათვის, ვისი მომსახურებითაც სარგებლობს გადამზიდავი გადაზიდვის განხორციელებისას, როდესაც ეს აგენტები, თანამშრომლები ან სხვა პირები მოქმედებენ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.

თავი III . გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება და შესრულება

    მუხლი 4

გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება დასტურდება ზედნადების შედგენით, ზენდადების არარსებობა, მისი მცდარობა ან დაკარგვა გავლენას არ ახდენს არც ხელშეკრულების არსებობაზე, არც გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების სინამდვილეზე, რომლისთვისაც ამ შემთხვევაშიც გამოიყენება წინამდებარე კონვენციის დებულებები.

    მუხლი 5

1. ზედნადები გამოიწერება სამ ეგზემპლარად, გამგზავნისა და გადამზიდავის ხელმოწერებით. ეს ხელმოწერები შეიძლება შესრულდეს ტიპოგრაფიული წესით ან შეიცვალოს გამგზავნისა და გადამზიდავის შტამპელებით, თუ ეს დაშვებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც იქნა შედგენილი ზედნადები. ზედნადების პირველი პირი გადაეცემა გამგზავნს, მეორე პირი თან ახლავს ტვირთს, მესამე პირი კი რჩება გადამზიდავთან.

2. როდესაც გადასაზიდი ტვირთი უნდა დაიტვირთოს რამდენიმე ავტომობილზე, ან თუ ტვირთი სხვადასხვა სახეობისაა, ან იყოფა ცალკეულ პარტიებად, გამგზავნს ან გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს ზედნადების შედგენა ყველა გამოყენებული ავტომობილისათვის, ან ყველა სახეობის ან პარტიის ტვირთისათვის.

    მუხლი 6

1. ზედნადები უნდაშეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a)ზედნადების შედგენის თარიღსა და ადგილს;

b) გამგზავნის დასახელებას და მისამართს;

c) გადამზიდავის დასახელებას და მისამართს;

d) ტვირთის მიღების ადგილს, თარიღს და მიტანის ადგილს;

e) მიმღების დასახელებას და მისამართს;

f) ტვირთის მახასიათებლობის მიღებულ აღნიშვნებს, შეფუთვის სახეობას, ხოლო სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნებს;

g) სატვირთო ადგილების რაოდენობას, მათ სპეციალურ მარკირებას და ნუმერაციას;

h) ტვირთის ბრუტო წონის მონაცემებს ან სხვა საზომ ერთეულებში გამოხატული ტვირთის რაოდენობის აღნიშვნებს;

i) გადაზიდვის გადასახდელებს (გატანის, დამატებით გადასახდელებს, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები) და სხვა გადასახდელებს, რომელთა გადახდევინება ხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის ადგილზე მიტანამდე;

j) ინსტრუქციებს საბაჟო და სხვა ფორმალობების შესასრულებლად;

K) მითითებას, რომ გადაზიდვა ხორციელდება მიუხედავად ნებისმიერი შენიშვნისა, რომელიც შეესაბამება ამ კონვენციის დებულებებს;

2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:

a) მითითებას, რომ გადატვირთვა აკრძალულია.

b) გადასახდელებს, რომლებიც გამგზავნმა უნდა გადაიხადოს;

c) გადასახდელებს, რომლებიც უნდა იქნეს გადახდილი ტვირთის ჩაბარებისას;

d) ტვირის განცხადებულ ღირებულებას და თანხას, რომელიც მიწოდებისადმი სპეციალურ ინტერესს წარმოადგენს;

e) გამგზავნის ინსტრუქციებს გადამზიდავისათვის ტვირთის დაზღვევის შესახებ;

f) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა;

g) გადამზიდავისათვის გადაცემული დოკუმენტების ნუსხას.

3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში შეიტანონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

    მუხლი 7

1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯსა და ზარალისათვის, რომლებიც წარმოიშობა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:

a) მუხლი 6-ის პუნქტი 1-ის „b“, „d“, „e“, „f“, „g“, „h“, „j“, ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;

b) მუხლი 6-ის პუნქტ 2-ში აღნიშნული მონაცემები;

c) ყველა სხვა მონაცემები ან გამგზავნის ინსტრუქციები ზედანდების შესადგენად ან მასში შესატანად.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდავი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში შეიტანს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ გადამზიდავი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.

3. თუ ზედნადები არ მოიცავს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „k“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯსა და ზარალისათვის, რომლებიც ტვირთის განმკარგველ პირს შეიძლება მიეცეს ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამო.

    მუხლი 8

1. გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:

a) ჩანაწერების სისწორე, რომლებიც გაკეთებულია ზედნადებში სატვირთო ადგილების რაოდენობასთან, აგრეთვე მათ ნიშანდებასთან და ადგილების ნუმერაციასთან დაკავშირებით;

b) ტვირთისა და მისი შეფუთვის მდგომარეობა.

2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „a“ ქვეპუნქტში აღნიშნული ჩანაწერები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს შენიშნვები, რომლებიც უნდა დაასაბუთოს. ამგვარადვე მან უნდა დაასაბუთოს ყველა მის მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომელიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს შენიშვნები გამგზავნისათვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში არ აღნიშნა მკაფიოდ.

3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის ბრუტო წონა ან სხვა საზომ ერთეულებში გამოხატული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. შემოწმების შედეგები შეიტანება ზედნადებში.

    მუხლი 9

1. ზედნადები წარმოადგენს გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების, მისი პირობების, გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღების მტკიცებულებას prima facie.

2. თუ ზედნადები არ შეიცავს გადამზიდავის სპეციალურ შენიშვნებს, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი, მისი შეფუთვა და გარეგნული სახე იყო სათანადო მდგომარეობაში, აგრეთვე, რომ სატვირთო ადგილების რაოდენობა, მათი ნიშანდება და ადგილების ნუმერაცია შეესაბამებოდა ზედნადებში მითითებულ მონაცემებს.

    მუხლი 10

გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზარალისათვის, რომელიც მიყენებულია პირების, მოწყობილობების, ასევე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.

    მუხლი 11

1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა ის საბუთი, რომელიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო და სხვა მსგავს მოქმედებათა შესასრულებლად, ან გადასცეს ეს საბუთები გადამზიდველს და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.

2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზარალისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.

3. გადამზიდველი ისევე, როგორც ექსპედიტორი, პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენების შედეგებზე, მაგრამ თანხა, რომელიც მან უნდა აანაზღაუროს, არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომლის გადახდაც მოუნდებოდა მას ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში.

    მუხლი 12

1. გამგზავნს გააჩნია ტვირთზე განკარგვის უფლება, კერძოდ, მას შეუძლია მოსთხოვოს გადამზიდველს შეაჩეროს გადაზიდვა, დანიშნულების პუნქტის შეცვლა ან ტვირთის გაცემა ზედნადებში ნაჩვენებისაგან განსხვავებულ პირზე.

2. გამგზავნი ამ უფლებას კარგავს, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან უკანასკნელი გამოიყენებს თავის უფლებას მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანხამად. ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა იხელმძღვანელოს მიმღების მითითებებით.

3. მიმღები განკარგვის უფლებას იღებს მაშინაც კი, როცა შედგება ზედნადები, თუ გამგზავნმა ამის შესახებ ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.

4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.

5. ტვირთის „განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი დებულებების დაცვით“:

a) გამგზავნმა ან ამ მუხლის მესამე პუნქტში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას ამ უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოუდგინოს გადამზიდავს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდავისათვის მიცემული ახალი ინსტრუქციები და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზარალი, რომლებიც ამ ინსტრუქციების შესრულების შედეგად წარმოიშვა;

b) ინსტრუქციების შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ისინი უნდა შეასრულოს და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდავის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და არც სხვა ტვირთის გამგზავნსა და მიმღებს უნდა აყენებდეს ზიანს;

c) აღნიშნულმა ინსტრუქციებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ტვირთების გზავნილებათა დანაწევრება.

6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული ინსტრუქციების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს ინსტრუქციები გასცა.

7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის დებულებათა დაცვით გაცემულ ინსტრუქციებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს პრეტენზიის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის წინაშე ამით წარმოშობილი ზიანისათვის.

    მუხლი 13

1. ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა ხელწერილის და ტვირთის ჩაბარების ნაცვლად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკარგი, ან ტვირთი არ არის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გამოიყენოს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და თავისი სახელით წარუდგინოს გადამზიდველს მოთხოვნები.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიმღები ვალდებულია აანაზღაუროს ზედნადებში მითითებული დავალანებები. ამ დროს წარმოქმნილი დავის შემთხვევაში გადამზიდველი არ არის ვალდებული გასცეს ტვირთი, მიმღებისაგან გადასახდელების გარანტიების მიღებამდე.

    მუხლი 14

1. თუ რომელიმე მიზეზით ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით შეუძლებელია, ან შეუძლებელი ხდება ტვირთის ჩაბარებისათვის განკუთვნილ ადგილზე შემოვლამდე, გადამზიდველმა უნდა მოსთხოვოს ინსტრუქციები იმ პირს, რომელიც მე-12 მუხლის დებულებათა შესაბამისად უფლებამოსილია ტვირთის განკარგვაზე.

2. თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან განსხვავებულად გადაზიდვის შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირისგან ტვირთის შესახებ მე-12 მუხლით გათვალისწინებული ინსტრუქციების მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

    მუხლი 15

1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოსთხოვოს გამგზავნს ინსტრუქციები, თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც.

2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდერ გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო ინსტრუქციები.

3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გასცა ბრძანება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების გამოყენებისას მიმღები გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი – მიმღების ადგილს.

    მუხლი 16

1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების უფლება, რომლებიც მას წარმოექმნა ინსტრუქციების ან მათი შესრულების გამო, თუ ეს ხარჯები მისი ბრალით არ წარმოიშვა.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტით და მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს ტვირთის უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამ შემთხვევაში გადამზიდველი ტვირთს განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ინახავს, მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირსაც; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნაზებით გათვალისწინებული გადასახდელები და ყველა სხვა ხარჯები ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.

3. განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ინსტრუქციების მიღებამდე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ ტვირთი სწრაფფუჭებადია, ან მისი მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს საწინააღმდეგო ინსტრუქციებს ტვირთის განკარგვაზე უფლებამოსილი პირისაგან.

4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის დებულებათა მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს ტვირთის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები ამონაგებზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.

5. გაყიდვის პროცედურა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონებითა და წესებით, სადაც იმყოფება ტვირთი.

თავი IV . გადამზიდავის პასუხისმგებლობა

    მუხლი 17

1. გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან-ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

2. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოთხოვნის განმცხადებლის ბრალით, ამავე პირის ინსტრუქციებით, რომელზეც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა, ტვირთისათვის ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

3. გადამზიდავი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების დეფექტის გამო, რომლითაც იგი სარგებლობს გადაზიდვების განსახორციელებლად ან ამ ავტოსაშუალების გამქირავებლის ან მისი აგენტების და მოსამსახურეთა ბრალზე.

4. გადამზიდავი მე-18 მუხლის მე-2 პუნქტების დაცვის პირობებში თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისაგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

a) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ ასეთი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;

b) ტვირთი არ არის ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც შეუფუთავად და სათანად ოშეფუთვის გარეშე გადასაზიდ ტვირთს გაფუჭება ან დაზიანებას ემუქრება;

c) ტვირთის დამუშავება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის ან მიმღების, ან მათი სახელით მოქმედი პირის მიერ;

d) ცალკეულ ტვირთებს გააჩნიათ ბუნებრივი თვისებები, რის გამოც მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება, კერძოდ, დამტვრევა, კოროზია, თვითლპობა, გახმობა, ნორმალური შეკლება ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედება;

e) არასაკმარისი ან არადამაკმაყოფილებელია სატვირთო ადგილების ნიშანდება ან ნუმერაცია;

f) გადასაყვანია ცოცხალი ცხოველები.

5. როცა ამ მუხლით გათვალისწინებული გადამზიდავი არ არის პასუხისმგებელი ზარალის გამომწვევ ზოგიერთ გარემოებებზე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ფარგლებში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო ამ მუხლით და მის გამო წარმოიშვა ზარალი.

    მუხლი 18

1. იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდავს.

2. თუ გადამზიდავი დაამტკიცებს, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ტვირთის დანაკარგი ან დაზიანება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებული ერთი ან რამდენიმე საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზარალი აქედან წარმოიშვა. მოთხოვნის განმცხადებელს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნაწილობრივი ან მთლიანი ზარალი არ არის შედეგი ზემოაღნიშნული რომელიმე საფრთხისა.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემული პრეზუმპცია არ მოქმედებს მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანაკლისი აღემატება ნორმალურად დასაშვებს ან ეხება ერთეული ტვირთის რაოდენობას.

4. თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალური აღჭურვილობა ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის ცვლილების ან ჰაერის ტენიანობისაგან, გადამზიდავს არ შეუძლია მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „d“ ქვეპუნქტზე მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და გამოყენებისათვის და დაიცვა მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა და რომ იგი მოქმედებდა მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების თანახმად.

5. გადამზიდავს არ შეუძლია მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „f“ ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ არ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითება და რომ იგი მოქმედებდა მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების თანახმად.

    მუხლი 19

ტვირთის მიტანის ვადა გადაცილებულად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, გადასაზიდად საჭირო ჩვეულბრივ დროში იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირეუბლია ნაწილ-ნაწილ დატვითრვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

    მუხლი 20

1. მოთხოვნის განმცხადებელ უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნპულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.

2. ტვირთის განმკარგველ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზარალის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზარალის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.

3. ტვირთის განმკარგველ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით: მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 23-ე და 26-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება, თუ უკანასკნელი ექვემდებარება გამოყენებას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნა წარმოდგენილი არ იქნება, ან არ არსებობს მესამე პუნქტით გათვალისწინებული ოცდაათდღიან ვადებში მიცემული ინსტრუქციები, ანდა ტვირთი ნაპოვნია ანაზღაურებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდავს ტვირთზე განკარგვის უფლება აქვს იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, სადაც ტვირთი იმყოფება.

    მუხლი 21

თუ მიმღებს ტვირთი ჩაბარდა იმ გადასახდელების გადახდის გარაშე, რომელიც გადამზიდავს გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად უნდა მიეღო მიმღებისაგან, მაშინ გადამზიდავი ვალდებულია აუნაზღაუროს გამგზავნს თანხა, რომელიც არ აღემატება ასეთი გადასახდელის ჯამს მიმღებისადმი თავისი რეგრესის უფლებისათვის ზიანის მიუყენებლად;

    მუხლი 22

1. თუ გამგზავნი გადასცემს გადამზიდავს სახიფათო ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდავს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია ამ ტვირთის საშიშროების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი მიუთითოს ყველა უსაფრთხოებისათვის მისაღები ზომები. თუ ეს მითითებები არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდავმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.

2. სახიფათო ტვირთი, რომლის შესახებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გადამზიდავმა არაფერი იცოდა, შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზარალის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემისა ან გადაზიდვით გამოწვეულ ზარალსა და ხარჯებზე.

    მუხლი 23

1. როდესაც ამ კონვენციის დებულებების თანახმად, გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილბრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზარალი, მაშინ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განსიაზღვრება ტვირთის ღირებულების საფუძველზე გადაზიდვისათვის ტვირთის მიღების ადგილას და გადაზიდვის დროს.

2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუ არცერთი ასეთი ფასი არ არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

3. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ფრანკს 1 კილოგრამ ბრუტო წონის დანაკლისზე. ფრანკში იგულისხმება ოქროს ფრანკი წონით 10/31 გრამი 0,900 ოქროს სინჯისა.

4. გადაზიდვის გადასახდელები, საბაჟო მოსაკრებლები და ბაჟი აგრეთვე ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები უკან უნდა დაბრუნდეს, ოღონდ ტვირთის მლთიანად დაკარგვისას – მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ზარალის პროპორციულად, სხვაგვარი ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

5. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და მოთხოვნის განმცხადებელი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზარალი, გადამზიდავმა უნდა აანაზღაუროს ზარალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის გადასახდელებს.

6. გადამზიდავს ზარალის უფრო დიდი ანაზღაურება შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ 24 და 26 მუხლების შესაბამისად, განცხადებული იყო ტვირთის ღირებულება და მიტანის სპეციალური ინტერესები.

    მუხლი 24

გამგზავნს შეუძლია გადაზიდვის გადასახდელის დასაბუთებული დანამატის გადახდის შემთხვევაში განაცხადოს და ზედდებულში მიუთითოს ტვირთის ღირებულება, რომელიც აღემატება 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითეუბლ ზღვარს, ასეთ შემთხვევაში დასახელებული თანხა ცვლის ამ ზღვარს.

    მუხლი 25

1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდავმა უნდა გადაიხადოს ის თანხა, რმოელიც შეესაბამება გაუფასურებას და რომელიც განისაზღვრება 23-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებში დადგენილი ტვირთის ღირებულების თანახმად.

2. ზარალის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

a) მთელი ტვირთის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურების იმ თანხას, რომელიც მთელი ტვირთის დაკარგვისას არის განსაზღვრული თუკი გაუფასურდა;

b) ტვირთის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში იმ თანხას, რომელიც განსაზღვრულია ტვირთის დაზიანებული ნაწილის დაკარგვისას.

    მუხლი 26

1. გამგზავნს შეუძლია გადაზიდვის გადასახდელის შეთანხმებული დანამატის გადახდის პირობებში დაადგინოს ტვირთის მიტანისადმი სპეციალური ინტერესის თანხა იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი მიტანის ვადა.

2. თუ განცხადებულია სპეციალური დაინტერესება ტვირთის მიტანაში, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ზარალის ანაზღაურება განცხადებული დაინტერესების თანხის ფარგლებში.

    მუხლი 27

1. მოთხოვნის განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურების თანხის პროცენტები, რომელიც განსაზღვრულა წლიური 5%-ით და პროცენტის ათვლა იწყება გადამზიდავის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენის დღიდან ან, თუ პრეტენზია არ იქნა სარჩელის წარდგენის დღიდან.

2. თუ ზარალის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულის ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, რომელშიც წარდგენილია მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ, ამ ვალუტით გადაანგარიშება წარმოებს დღის მიმდინარე კურსით და ანაზღაურების გადახდის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 28

1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაყენებელი კანონის თანახმად, დანაკარგთან, დაზიანებასთან ან მიტანის ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა ისეთი გადაზიდვის დროს, რომელზედაც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, შეიძლება წარედგინოს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოთხოვნა, გადამზიდავს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ კონვენციის დებულებებით, რომლებიც განსაზღვრავენ ან ზღუდავენ დაქვემდებარებულ ანაზღაურებას.

2. თუ ერთ-ერთი პირის მიმართ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისათვის, რომელზედაც გადამზიდავი პასუხისმგებელია მუხლი 3-ის თანახმად, მაშინ ამ პირს შეუძლია დაეყრდნოს წინამდებარე კონვენციის იმ დებულებებს, რომლებიც გამორიცხავს გადამზიდავის პასუხისმგებლობას, განსაზღვრავს ან ზღუდავს გადახდასდაქვემდებარებულ ანაზღაურებას.

    მუხლი 29

1. გადამზიდავს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის დებულებებს, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, რომლებსაც გადააქვთ სხვაზე მტკიცების მოვალეობა, თუ ზარალი გამოწვეულია მისი წინასწარ განზრახული არამართლზომიერი ქმედებებით ან მოვალეობების ისეთი არასათანადო შესრულებით, რომლებსაც ამ კანონის თანახმად საქმის განმხილველი სასამართლოები, უთანაბრებს განზრახ არამართლზომიერ ქმედებებს.

2. იგივე წესი მოქმედებს, თუ წინასწარ განზრახული არამართლზომიერი ქმედება ან მოვალეობის არასათანადო შესრულება ჩადენილ იქნა გადამზიდავის, აგენტის თანამშრომლის, ან სხვა პირის მიერ, რომელთა მომსახურებითაც გადამზიდავი სარგებლობს გადაზიდვის დროს. ამ შემთხვევაში ეს აგენტები ან თანამშრომლები ან სხვა პირები აგრეთვე ვერ დაეყრდნობიან თავიანთი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დებულებებს.

თავი V . პრეტენზია და სარჩელი

    მუხლი 30

1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას სათანადოდ არ შეამოწმებს გადამზიდავთან ერთად და არ წარუდგენს გადამზიდავს განცხადებას, რომელშიც მითითებული იქნება დანაკარგის ან დაზიანების საერთო ხასიათი, ყველაზე გვიან ტვირთის მიღების მომენტში, იმ შემთხვევაში, როცა დანაკარგი ან დაზიანება აშკარაა, ტვირთის მიღებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, კვირისა და დღესასწაულების გამოკლებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დანაკარგი ან დაზიანება არ არის აშკარა, მაშინ მის მიერ ტვირთის მიღება prima facia მტკიცებულებაა იმისა, რომ მან ტვირთი მიიღო იმ მდგომარეობაში, როგორც აღწერილია ზედნადებში. აშკარა დანაკარგისა და დაზიანების შემთხვევაში სათანადო განცხადება უნდა გაკეთდეს წერილობითი ფორმით.

2. თუ მიმღებმა და გადამზიდავმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საწინააღმდეგო მტკიცებულებები დაიშვება მხოლოდ მაშინ, როცა დანაკარგები და დაზიანებები აშკარაა და იმ პირობით, რომ მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში (კვირისა და დღესასწაულების გარდა) წარუდგენს გადამზიდავს განცხადებას წერილობითი ფორმით.

3. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების გამო ანაზღაურების გადახდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც წერილობითი ფორმის განცხადება გაკეთებული იყო მიმღების განკარგულებაში ტვირთის გადაცემიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთის გაცემის ან შემოწმების დღე ან მიმღების განკარგულებაში ტვირთის გადაცემის დღე.

5. გადამზიდავმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს ყველა აუცილებელი შემოწმების ჩატარებაში.

    მუხლი 31

1. წინამდებარე კონვენციის მოქმედებებს დაქვემდებარებული გადაზიდვებიდან წარმოქმნილ ყველა დავასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს კონვენციის მონაწილე ქვეყნების სასამართლოების გარდა, შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც:

a) მოპასუხეს აქვს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მისი ძირთიადი კომერციული საწარმოს, განყოფიელბის ან სააგენტოს ადგილმდებარეობა, რომელთა მეშვეობით დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება ან

b) მდებარეობს ტვირთის გადასაზიდად მიღების ან ჩაბარებისათვის განკუთვნილი ადგილი.

სხვა სასამართლოებში მიმართვა დაუშვებელია.

2. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე დავის შემთხვევაში, სარჩელი იმყოფება სასამართლოში განსახილველად, რომელიც კომპეტენტურია ამ პუნქტის დებულების შესაბამისად ანდა ამ სარჩელის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, მაშინ ახალი სარჩელი იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით დაუშვებელია, იმ შემთხვევების გარდა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც იქნა აღძრული პირველი სარჩელი, არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყანაში, სადაც აღიძვრება ახალი განხილვა.

3. როდესაც კონვენციაში მონაწილე ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დავის შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას ამ ქვეყანაში, ეს გადაწყვეტილება ასევე ექვემდებარება აღსრულებას სხვა ამ კონვენციის მონაწილე ქვეყნებშიც, ამ ქვეყნისთვის მითითებულ ფორმალობების შესრულებისთანავე. ამ მითითებათა შესრულება არ გამოიწვევს საქმის არსებითად გადახედვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა მიმართ, რომლებიც გამოტანილია მხარეთა დასწრებით, დაუსწრებელი და მსოფლიო სასამართლო გარიგების მიმართ და არ გამოიყენება წინასწარ აღსრულებადი გადაწყვეტილების ან იმ მოსარჩლის მიერ ანაზღაურების შესახებ განჩინების მიმართ, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად ეთქვა უარი ზარალის სარჩელის თაობაზე სასამართლო ხარჯების დამატებით.

5. წინამდებარე კონვენციის მოქმედებას დაქვემდებარებულ გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, არ არის საჭირო კონვენციის მონაწილე ქვეყნების იმ პირთა მიერ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მდებარეობს ერთ-ერთ ამ ქვეყანაში.

    მუხლი 32

1. სასარჩელო აღძვრის ხანდაზმულობის ვადა, გამომდინარე იმ გადაზიდვებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ამ კონვენციის მოქმედებას, განისაზღვრება ერთი წლით, მაგრამ განზრახული არამართლზომიერი ქმედების ან ვალდებულებათა არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, როცა კანონის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას უტოლდება წინასწარ განზრახულ არამართლზომიერ ქმედებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება სამი წლით. სარჩელის ათვლის ხანდაზმულობის ვადა იწყება:

a) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი ჩაბარების დღიდან;

b) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;

c) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკურელბის დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ;

დღე როდესაც იწყება სარჩელის ათვლა, სარჩელის აღძვრის ვადაში არ ჩაითვლება.

2. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდავი წერილობითი ფორმით უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განახლება ხდება მხოლოდ რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების დამტკიცება ეკისრება იმ პირს, რომელიც ამ ფაქტებს ეყრდნობა. ამ ფაქტების საფუძველზე წარმოდგენილი შემდგომი რეკლამაციები ვერ შეაჩერებენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულების თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება რეგულირდება საქმის განმხილავი სასამართლოს კანონით. იგივე კანონი არეგულირებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის წყვეტილობას.

4. მოთხოვნები სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმართ, რომელიც გასულია, არ შეიძლება წარედგინოს შემხვედრი სარჩელის ან პროტესტის სახით.

    მუხლი 33

გადაზიდვის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მუხლს, რომელიც აღიარებს არბიტრაჟის კომპეტენციას, იმ პირობით, რომ ეს მუხლი უნდა ითვალისწინებდეს არბიტრაჟის მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებას.

თავი VI . დებულებანი რამდენიმე გადამზიდავის მიერ თანმიმდევრობით განხორციელებული გადაზიდვის შესახებ

    მუხლი 34

თუ გადაზიდვა ერთიანი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი რამდენიმე ავტოგადამზიდავის მიერ, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის, ამასთან, მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდავი ტვირთისა და ზედნადების მიღების შემდეგ, ხდება გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე მხარე ზედნადებში მითითებული პირობებით.

    მუხლი 35

1. გადამზიდავი, რომელიც წინა გადამზიდავისაგან იღებს ტვირთს, გადასცემს მას ხელმოწერილს ტვირთის მიღების ვადის მითითებით და ხელმოწერილს. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს მე-8 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული პირობები, როგორიც მის მიერ გაცემულ ხელწერილშია.

2. ერთმანეთის მიმდევარ გადამზიდავებს შორის ურთიერთობები რეგულირდება მე-9 მუხლის დებულებით.

    მუხლი 36

იმ შემთხვევების გარდა, როცა საქმე შემხვედრ სარჩელს ან საწინააღმდეგო მოსაზრებას არ ეხება, რომელიც განცხადებულია იმ სარჩელის განხილვის ერთ-ერთ სტადიაზე, რომელიც მიეკუთვნება ამავე გადაზიდვის ხელშეკრულების დაყრდნობილ მოთხოვნას, დაკარგვასთან, დაზიანებასა ან მიტანის ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული სარჩელები შეიძლება წარედგინოს მხოლოდ პირველ გადამზიდავს, ბოლო გადამზიდავს ან გადამზიდავს, რომელიც ახორციელებდა გადაზიდვას იმ ეტაპზე, როდესაც მოხდა დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება.

    მუხლი 37

თუ ამ კონვენციის დებულებების თანახმად გადამზიდავმა უკვე აანაზღაურა ზარალი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება გადაზიდვაში მონაწილე სხვა გადამზიდავებისადმი გადახდილ თანხებზე, პროცენტებზე და სხვა ხარჯებზე შემდეგ შემთხვევაში:

a) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდავმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდავის მიერ ასანაზღაურებელი ზარალი;

b) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდავის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა, თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს გადაზიდვის გადასახდელებში თითოეულის წილის პროპორციულად;

c) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდავს უნდა დაეკისროს ზარალისათვის პასუხისმგებლობა, მაშინ ზარალი უნდა აანაზღაუროს ყველა გადამზიდავმა „b“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით.

    მუხლი 38

 თუ ერთ-ერთი გადამზიდავი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი, მაგრამ ჯერ კიდევ გადაუხდელი თანხა ნაწილდება დანარჩენ გადამზიდავებს შორის მიღებულ გადაზიდვის გადასახდელებში მათი წილის პროპორციულად.

    მუხლი 39

1. გადამზიდავს, რომელსაც წარედგინება რეგრესული სარჩელი 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, არ აქვს უფლება სადავო გახადოს იმ გადამზიდავის გადასახდელის დასაბუთება, რომელმაც წარადგინა რეგრესული სარჩელი, თუ ანაზღაურების ოდენობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შემდეგ, რაც გადამზიდავი, რომელსაც რეგრესული სარჩელი წარუდგინა, სათანადოდ იყო შეტყობინებული პროცესის შესახებ და საშუალება ჰქონდა მიეღო მასში მონაწილეობა.

2. გადამზიდავს, რომელსაც რეგრესული სარჩელის წარდგენის პრეტენზია აქვს, შეუძლია აღძრას სარჩელი იმ ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოში, სადაც გადაზიდვაში მონაწილე ერთ-ერთი გადამზიდავის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილია ან მისი ძირითადი კომერციული საწარმოს, განყოფილების ან სააგენტოს ადილსამყოფელი, რომელთა მეშვეობითაც დადებულ იქნა გადაზიდვის ხელშეკრულება.

რეგრესული სარჩელი შეიძლება აღძრულ იქნეს ერთსა და იმავე სასამართლოში გადაზიდვაში მონაწილე ყველა გადამზიდავის მიმართ.

3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გამოიყენება სასამართლოს მიერ 37-ე და 38-ე მუხლებში აღნიშნული რეგრესული სარჩელის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა მიმართ.

4. 32-ე მუხლის დებულებანი ძალაშია რეგრესული სარჩელების მიმართ, რომლებსაც ერთი გადამზიდავი წარუდგენს მეორეს, მაგრამ ათვლა იწყება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელიც ამ კონვენციის დებულებათა თანახმად განსაზღვრავს გადახდას დაქვემდებარებული ანაზღაურების ოდენობას, რომელიც ანაზღაურდება ამ კონვენციის დებულების თანახმად ან, ასეთი გადაწყვეტილების არარსებობისას, ანაზღაურების ფაქტობრივი თანხის გადახდის დღიდან.

    მუხლი 40

გადამზიდავებს უფლება აქვთ დადონ ურთიერთშეთანხმებები, რომელთა პირობები განსხვავდება 37-ე და 38-ე მუხლების დებულებებისაგან.

თავი VII . კონვენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების ბათილობა

    მუხლი 41

1. მე-40 მუხლის დებულებათა დაცვისას ყოველი შეთანხმება, რომლითაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაშვებულია ამ კონვენციის დებულებებისგან გადახრა, ჩაითვლება ბათილად. ასეთი შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა პირობების ბათილობას.

2. კერძოდ, ბათილია ნებისმიერი მუხლი, რომლითაც გადამზიდავი ხდება სარგებელშემძენი (მოსარგებლე) ტვირთების დაზღვევის ხელშეკრულებით, ან ნებისმიერი ანალოგიური მუხლი, ან სხვა მუხლი, რომელსაც მტკიცების ფუნქცია გადააქვს მეორე მხარეზე.

თავი VIII . დასკვნითი დებულება

    მუხლი 42

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ან მასთან შესაერთებლად იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არიან ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრები და ქვეყნები, რომლებიც დაშვებულნი არიან სათათბირო ხმის უფლებით ამ კომისიის მანდატის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

2. ქვეყნები, რომლებიც დაშვებულნი არიან ზოგიერთ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ევროპის ეკონომიკურ კომისიაში მანდატის მე-11 „ee“ მუხლის თანახმად, შეუძლიათ გახდნენ ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები მასთან შეერთების გზით, მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა.

3. კონვენცია ღია იქნება ხელის მოსაწერად 1956 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. ამ თარიღის შემდეგ კონვენცია ღიაა შეერთებისათვის.

4. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას

5. რატიფიკაცია ან შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან რატიფიკაციის სიგელის ან მასთან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების გზით.

    მუხლი 43

1. ეს კონვენცია ძალაში შედის 90-ე დღეს, მას შემდეგ, რაც 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ხუთი ქვეყანა ჩააბარებს შესანახად თავიანთ სარატიფიკაციო სიგელებს ან დოკუმენტებს შეერთების შესახებ.

2. ყველა ქვეყნისათვის, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიკაციას და შეუერთდება მას, მას შემდეგ რაც ხუთივე ქვეყანა ჩააბარებს შესანახად თავის სარატიფიკაციო სიგელებს ან დოკუმენტებს შეერთების შესახებ, აღნიშნული კონვენცია შედის ძალაში 90-ე დღეს, ჩაბარების დღიდან.

    მუხლი 44

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ ქვეყანას შეუძლია დენონსირება გაუკეთოს წინამდებარე კონვენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.

2. დენონსაცია შედის ძალაში 12 თვის შემდეგ გენერალური მდივნის მიერ დენონსაციის შეტყობინების მიღების შემდეგ.

    მუხლი 45

თუ ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ხელშემკვრელი ქვეყნების რაოდენობა დენონსაციის გამო დარჩება ხუთზე ნაკლები, ეს კონვენცია კარგავს ძალას მას შემდეგ, რაც ბოლო ქვეყნის დენონსაცია შევა ძალაში.

    მუხლი 46

1. ნებისმიერი ქვეყანა, სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების, ანდა ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მისი იმ ტერიტორიის ნაწილზე ან ტერიტორიაზე მთლიანად, რომელთა საგარეო ურთიერთობაზე იგი არის პასუხისმგებელი. კონვენციის მოქმედება ვრცელდება ტერიტორიასა ან ტერიტორიებზე, რომლებიც მითითებულია შეტყობინებაში 90 დღის გასვლის შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიღებს აღნიშნულ შეტყობინებას, ანდა თუ ეს კონვენცია ჯერ არ არის ძალაში შესული, მისი ძალაში შესვლის დღიდან.

2. ყოველი ქვეყანა, რომელიც წინა პუნქტის შესაბამისად განაცხადებს წინამდებარე კონვენციის გავრცელებას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზე იგი პასუხს აგებს, შეუძლია 44 მუხლის დებულებათა თანახმად მოახდინოს კონვენციის დენონსირება აღნიშნული ტერიტორიის მიმართ.

    მუხლი 47

ხელშემკვრელი ქვეყნების ნებისმიერი სადავო საკითხები, რომელიც ეხება ამ კონვენციის განმარტებასა თუ გამოყენებას და რომელთა გადაწყვეტა მხარეებს არ შეუძლიათ მოლაპარაკებებისა და სხვა საშუალებებით, შეიძლება რომელიმე ხელშემკვრელი დაინტერესებული მხარის თხოვნით გადაეცეს გადასაწყვეტად საერთაშორისო სასამართლოს.

    მუხლი 48

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან შეერთების შემთხვევაში, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს შეზღუდულად კონვენციის 47-ე მუხლით. მოლაპარაკებაში მონაწილე სხვა ხელშემკვრელი მხარეები არ შეიზღუდებიან 47-ე მუხლით, ყველა იმ ხელშემკვრელი მხარეების მიმართ, რომლებმაც გააკეთეს ეს შენიშვნა.

2. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს რომელმაც გააკეთა შენიშვნა 1-ლ პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს შენიშვნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან გაგზავნილი შეტყობინების გზით.

3. ყველანაირი სხვა შენიშვნა კონვენციასთან დაკავშირებით დაუშვებელია.

    მუხლი 49

1. ამ კონვენციის მოქმედების სამი წლის შემდეგ, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების გზით, წარედგინოს თხოვნა ამ კონფერენციის მოწვევის შესახებ კონვენციის გადასასინჯად. გენერალური მდივანი შეატყობინებს ამ თხოვნის შესახებ ყველა ხელშემკვრელ მხარეს და მოიწვევს კონფერენციას კონვენციის გადასასინჯად, თუ ოთხთვიან ვადაში შეტყობინების მიღებიდან სულ მცირე ერთ მეოთხედი ნაწილი ხელშემკვრელი მხარეებისა გამოთქვამს თანხმობას ამ თხოვნაზე.

2. თუ კონფერენცია მოეწყობა წინა პუნქტის თანახმად, გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს და მიმართავს თხოვნით, რათა მათ სამთვიან ვადაში წარმოადგინონ ის წინადადებები, რომელთა განხილვას კონფერენციაზე ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ. სულ მცირე სამი თვით ადრე კონფერენციის გახსნამდე გენერალური მდივანი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს კონფერენციის დღის წესრიგის პროექტს და აგრეთვე ამ წინადადებათა ტექსტს.

3. გენერალური მდივანი მოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ კოფნერენციაზე ყველა იმ ქვეყნებს, რომლებიც მითითებულია 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტში და აგრეთვე ქვეყნებს, რომლებიც 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გახდნენ ხელშემკვრელი მხარეები.

    მუხლი 50

49-ე მუხლში მითითებული შეტყობინების გარდა გენერალური მდივანი ატყობინებს 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ ქვეყნებს, აგრეთვე ქვეყნებს, რომლებიც 42-ე მუხლის პუნქტი 2-ის საფუძველზე გახდნენ ხელშემკვრელი მხარეები:

a) რატიფიკაციისა და კონვენციასთან შეერთების შესახებ, 42-ე მუხლის შესაბამისად;

b) კონვენციის ძალაში შესვლის თარიღებს, 43-ე მუხლის შესაბამისად;

c) დენონსაციის შესახებ 44-ე მუხლის შესაბამისად;

d) წინამდებარე კონვენციის ძალის დაკარგვის შესახებ 45-ე მუხლის შესაბამისად;

e) 46-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული შეტყობინების შესახებ;

f) განცხადებებისა და შეტყობინებების შესახებ, 48-ე მუხლის პუნქტების შესაბამისად.

    მუხლი 51

1956 წლის 31 აგვისტოს შემდეგ წინამდებარე კონვენციის დედანი შესანახად ჩაბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გადაუგზავნის ყველა, 42-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ქვეყანას.

რის დასადასტურებლადაც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ჟენევაში 1956 წლის 19 მაისს, ერთ პირად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

ხელისმოწერის ოქმი

 

ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის ხელის მოეწრის დროს, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილი ქვემორე ხელის მომწერნი, შეთანხმდნენ შეიტანონ ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებები და განმარტებები:

1. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება დიდი ბრიტანეთის შეერთებული სამეფოს, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკებს შორის გადაზიდვების დროს.

2. მუხლი 1-ის მე-4 პუნქტისათვის:

ქვემორე ხელისმომწერნი კისრულობენ გამართონ მოლაპარაკება კონვენციის დადების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას ბინის მოწყობილობისა და ავეჯის გადატანის ხელშეკრულებას, ადგილნაცვალთა ავეჯისა და ბარგის და შერეული გადაზიდვის მარეგულირებელი კონვენციების დადების შესახებ.

 რის დასადასტურებლადაც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს ამ ოქმს.

მიღებულია ჟენევაში ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი წლის ცხრამეტ მაისს, ერთ პირად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ორივე ენაზე შესრულებული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

 

ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების კონვენციის

ოქმი

შესრულებულია ჟენევაში 1975 წლის 5 ივლისს

წინამდებარე ოქმის მხარეები,

რომლებიც ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის, ხელმოწერილს 1956 წლის 19 მაისს ჟენევაში, მხარეებს წარმოადგენენ, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

წინამდებარე ოქმის შესაბამისად „კონვენციის“ ქვეშ იგულისხმება კონვენცია ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ.

    მუხლი 2

წინამდებარე კონვენციის 23-ე მუხლი შეცვლილია შემდეგნაირად:

1) მე-3 პუნქტი შეცვლილია შემდეგი ტექსტით:

„3. მაგრამ ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 8,33 საანგარიშო ერთეულს, 1კგ ბრუტო წონის დანაკლისზე“.

2) ამ მუხლის ბოლოში დამატებულია შემდეგი 7.8 და 9 პუნქტები:

„7. წინამდებარე კონვენციაში მითითებულ საანგარიშო ერთეულად მიჩნეულია სესხების სპეციალური უფლებათა ერთეული, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებას. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხა გადაიყვანება იმ სახელმწიფოების ეროვნულ ვალუტაში, რომლის სასამართლო მოცემულ საქმეს განიხილავს ვალუტის ღირებულების საფუძველზე, რომელიც მას გააჩნია გადაწყვეტილების გამოტანის დღეს ან მხარეთა მიერ დადგენის დღეს. სესხების სპეციალურ უფლებებში გამოხატული იმ სახელმწფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია, გამოითვლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ამ მომენტში თავისი ოპერაციებისა და გარიგებაში გამოყენებულ შეფასების მეთოდთან შესაბამისად. სესხების სპეციალურ უფლებებში გამოხატული იმ სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, გამოითვლება ამ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მეთოდით.

8. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი და მისი ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რათა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულებები ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების კონვენციის ოქმის რატიფიკაციის დროს ან მასთან შეერთებისას, ან სხვა ნებისმიერ დროს, შემდგომში განაცხადოს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამოიყენება მის ტერიტორიაზე, შეადგენს 25 საანგარიშო ერთეულს. საანგარიშო ერთეული რომელიც მითითებულია აღნიშნულ პუნქტში, უტოლდება 0,900-იანი სინჯის ოქროს 10/31 გრამს. არსებულ პუნქტში მითითებული თანხის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში წარმოებს დაინტერესებული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

9. გამოანგარიშება, რომელიც მოხსენებულია მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებაში, და თანხის გადაყვანა, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტში, უნდა წარმოებდეს იმნაირად, რომ შეძლებისდაგვარად გამოიხატოს სახელმწფო ეროვნულ ვალუტაში, იგივე რეალური ღირებულება, როგორიცაა ამ მუხლის მე–3 პუნქტში მითითებული დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდის ნებისმიერი შეცვლისას, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადათვლის შედეგად მიღებული თანხის, ჩაბარებისას, სახელმწიფო აცნობებს გაეროს ამის შესახებ“.

 

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 3

1. ეს ოქმი იქნება ღია ხელმოსაწერად იმ სახელმწიფოთათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას ან შეუერთდნენ მას და რომლებიც ან ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრები არიან ან დაშვებული არიან კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამ კომისიის შესახებ დებულებების საკონსულტაციო სტატუსით, მე-8 პუნქტის შესაბამისად.

2. ეს ოქმი ღიაა შეერთებისათვის ყველა ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ კონვენციის ხელეშმკვრელ მხარეებს.

3. სახელმწიფოები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ევროპის ეკონომიკური კომისიის ზოგიერთ სამუშაოებში, თანახმად მისი დებულებების მე-11 მუხლისა, შეუძლიათ გახდნენ ამ ოქმის ხელშემკვრელი მხარეები, ამ ოქმის ძალაში შესვლისას მასთან შეერთების გზით.

4. ოქმი გაიხსნება ხელმოსაწერად ჟენევაში 1978 წლის 1 სექტემბერს 1979 წლის 31 აგვისტომდე. ამ თარიღის მერე იგი გაიხსნება მასთან მისაერთებლად.

5. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას მას შემდეგ, რაც დაინტერესებული საელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას ან მიუერთდება მას.

6. ოქმის რატიფიკაცია ან მასთან მიერთება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის სათანადო აქტის შესანახად გადაცემის გზით.

7. ნებისმიერი დოკუმენტი რატიფიკაციისა ან მიერთების შესახებ, რომელიც ბარდება შესანახად მას შემდეგ, რაც შევიდა ძალაში ამ ოქმის შესწორება ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის ან ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ, რაც აუცილებელია ძალაში შესასვლელად ამ შესწორებების ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის, მიეკუთვნება ოქმს მასში შეტანილი შენიშვნით.

    მუხლი 4

1. ეს ოქმი შედის ძალაში 90-ე დღეს მას შემდეგ, რაც ამ ოქმის მუხლი 3-ის 1-ლ-მე-2 პუნქტებში აღნიშნული ხუთი სახელმწიფო ჩააბარებს შესანახად თავიანთ დოკუმენტებს რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ.

2. თითოეული ქვეყნისათვის, რომლებიც დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენენ ან მიუეთრდებიან, მას შემდეგ, რაც ხუთი ქვეყანა ჩააბარებს დოკუმენტებს რატიფიკაციის ან შეერთების შესახებ შესანახად ეს ოქმი შედის ძალაში 90-ე დღეს იმ დღიდან, როდესაც ეს ქვეყანა ჩააბარებს სარატიფიკაციო სიგელს ან დოკუმენტს მიერთების შესახებ.

    მუხლი 5

1. თითოეულ ხელეშმკვრელ მხარეს შეუძლია ამ პროტოკოლის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის შეტყობინების გზით.

2. დენონსაცია შედის ძალაში 12 თვის გასვლის შემდეგ, იმ დღიდან, როდესაც გენერალური მდივანი მიიღებს ამ ნოტიფიკაციას.

3. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე, ამავე დროს აღარ არის ამ ოქმის მხარეც.

    მუხლი 6

თუ ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ხელშემკვრელ მხარეთა რიცხვი აღმოჩნდება დენონსაციის შემდეგ ხუთზე ნაკლები, მაშინ ოქმი კარგავს ძალას იმ დღიდან, რომლიდანაც უკანასკნელი ამ დენონსაციიდან გახდება ნამდვილი. ის ასევე კარგავს ძალას იმ დღიდან, რომელი დღიდანაც კარგავს ძალას კონვენცია.

    მუხლი 7

1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია, რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას, რომელიც მიმართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი ნოტიფიკაციის საშუალებით, ნებისმიერ დროს შემდგომში განაცხადოს, რომ ეს ოქმი ვრცელდება მის ყველა ან ნაწილ ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ხელშემკვრელ ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი და რომლის მიმართაც მან გააკეთა განცხადება ამ კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად. ეს ოქმი იწყებს მოქმედებას ნოტიფიკაციაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, აღნიშული ნოტიფიკაციის გენერალური მდივნის მიერ მიღებიდან 90-ე დღეს ან თუკი ამ დღისთვის ოქმი არ შევა ძალაში – მისი ძალაში შესვლის დღიდან.

2. თითოეული ქვეყანა, რომელმაც წინა პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება წინამდებარე ოქმის იმ ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ, რომლის საგარეო ურთიერთობებზე იგია პასუხისმგებელი, მას შეუძლია ზემოხსენებული მუხლი 5-ის შესაბამისად, დენონსირება გაუკეთოს ოქმს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.

    მუხლი 8

ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის ყველა დავა წინამდებარე ოქმის გამოყენების ან განმარტების შესახებ, რომელიც მხარეებს არ შეუძლიათ გადაწყვიტონ მოლაპარაკების ან სხვა დამარეგულირებელი საშუალებებით, შეიძლება გადაეცეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, საერთაშორისო სასამართლოს.

    მუხლი 9

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ამ ოქმის ხელმოწერის დროს ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს ნოტიფიკაციის გზით, რომელიც ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ იგი არ თვლის თავს ოქმის მე-8 მუხლით შეზღუდულად ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიმართ, რომელმაც გააკეთა ეს განცხადება.

2. განცხადება, რომელიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოთხოვილ იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების საშუალებით.

3. არავითარი სხვა შენიშვნები ამ ოქმის მიმართ არ დაიშვება.

    მუხლი 10

1. წინამდებარე ოქმის სამი წლის მოქმედების შემდეგ ყველა ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნოტიფიკაციის გზით მიმართოს თხოვნით გაერთიანეული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კონფერენციის მოწვევის შესახებ, წინამდებარე ოქმის გადასასინჯად. გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს ამ თხოვნის შესახებ და იწვევს კონფერენციას ოქმის გადასასინჯად, თუ ხელშემკვრელ მხარეთა მინიმუმ ერთმა მეოთხედმა ოთხი თვის განმავლობაში მისი შეტყობინებიდან, თანხმობა განაცხადა აღნიშნული კონფერენციის მოწვევაზე.

2. თუ წინა პუნქტის შესაბამისად მოხდება კონფერენციის მოწვევა, გენერალური მდივანი შეატყობინებს ხელშემკვრელ ყველა მხარეს და მიმართავს თხოვნით წარუდგინოს მათ სამ თვეში ის წინადადებები, რომელთა განხილვა, მათი აზრით, კონფერენციაზე სასურველია. არა უგვიანეს სამი თვისა კონფერენციის ჩატარებამდე, გენერალური მდივანი ატყობინებს მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს კონფერენციის დღის წესრიგს და ასევე ამ წინადადების ტექსტს.

3. გენერალური მდივანი იწვევს ამ მუხლის მიხედვით მოწვეულ ნებისმიერ კონფერენციაზე ქვეყნებს, რომლებიც მითითებულია მუხლი 3-ის 1-ლ და მე-2 პუნქტებში, აგრეთვე ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ მოლაპარაკების მხარეები აღნიშნული ოქმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 11

გარდა მე–10 მუხლში გათვალისწინებული ნოტიფიკაციისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს სახელმწიფოებს, რომლებიც მითითებულია მე-3 მუხლის 1-კ და მე-2 პუნქტებში, ასევე სახელმწიფოებს, რომლებიც გახდნენ ხელშემკვრელი მხარეები ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:

a) ოქმის რატიფიკაციისა და მასთან მიერთების შესახებ, მე-3 მუხლის შესაბამისად;

b) წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღების შესახებ/ მე-4 მუხლის შესაბამისად;

c) შეტყობინების შესახებ, რომლებიც მიღებულია მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

d) დენონსაციის შესახებ მუხლი 5-ის თანახმად;

e) წინამდებარე ოქმის ძალის დაკარგვის შესახებ მე-6 მუხლის შესაბამისად;

f) ნოტიფიკაციების შესახებ, რომლებიც მიღებულია მუხლი 7-ის შესაბამისად;

g) განცხადებებისა და ნოტიფიკაციების შესახებ, რომლებიც მიღებულია მუხლი 9-ის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

    მუხლი 12

1979 წლის 31 აგვისტოს შემდეგ ამ ოქმის დედანი ჩაბარდება შესანახად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც სათანადოდ დამოწმებულ ასლებს უგზავნის წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.

შესრულებულია ჟენევაში, ერთ პირად, ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი წლის ხუთ ივლისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.