ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110621005, 22/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016060
  • Word
28
16/06/2011
ვებგვერდი, 110621005, 22/06/2011
010250050.35.128.016060
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის

წარმომადგენლობითი ორგანოს

დადგენილება №28

2011 წლის 16 ივნისი

დაბა  ხარაგაული            

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 2011 წლის 15 მაისი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,6. ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,, 4. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობა“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

ა) აერთიანებს მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:

ა.ა)საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების, დაგეგმილი თათბირების, მოწვეულ  პირთა გაფრთხილების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ა.ბ) სატრანსპორტო მომსახურებას;

ა.გ) სისუფთავის დაცვას.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,ე საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ა. მაჭავარიანი