ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110621005, 22/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016060
  • Word
28
16/06/2011
ვებგვერდი, 110621005, 22/06/2011
010250050.35.128.016060
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის

წარმომადგენლობითი ორგანოს

დადგენილება №28

2011 წლის 16 ივნისი

დაბა  ხარაგაული            

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის №21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის 21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 2011 წლის 15 მაისი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 02 მაისის 21 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,6. ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,, 4. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობა.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 პუნქტის ,,ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

ა) აერთიანებს მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:

ა.ა)საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების, დაგეგმილი თათბირების, მოწვეულ  პირთა გაფრთხილების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ა.ბ) სატრანსპორტო მომსახურებას;

ა.გ) სისუფთავის დაცვას.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,ე საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ა. მაჭავარიანი