ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №19 დადგენილებაში "ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110621004, 22/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.128.016059
  • Word
27
16/06/2011
ვებგვერდი, 110621004, 22/06/2011
200230000.35.128.016059
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №19 დადგენილებაში "ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის

წარმომადგენლობითი ორგანოს

დადგენილება №27

2011 წლის 16 ივნისი

დაბა ხარაგაული  

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №19 დადგენილებაში

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების

სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის  ოდენობის დადგენის შესახებ“

ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,, ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის  ოდენობის დადგენის შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 2011 წლის 14 აპრილი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №19 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის  ოდენობის დადგენის შესახებ“.

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21  ივლისის №11 დადგენილება ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“

,,4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის16 მარტის №10 დადგენილება ,,ხარაგაულის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ".

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა. მაჭავარიანი