“დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის N1–1/1980 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

  • Word
“დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის N1–1/1980 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110620014, 22/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.024.016086
  • Word
1-1/986
20/06/2011
ვებგვერდი, 110620014, 22/06/2011
390050000.22.024.016086
“დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის N1–1/1980 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/986

2011 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის 1–1/1980  ბრძანებაში ცვლილების შესახებ

  ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის № 1–1/1980  ბრძანებით (სსმ III, 24.12.2010,  № 168, მუხ. 2414) დამტკიცებულ დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

     1. ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებებია:

 ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა;

გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება,  აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტრურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადსტურება. 

2. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ მის მიერ განსაზვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 5  კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, აქვეყნებს ინფორმაციას ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.

3. ხელმეორედ გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

ბ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;

გ) ტყის მიწის ნაკვეთის, მისი ადგილმდებარეობის და ფართობის შესახებ;

დ) ტყის მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო  საფასურს;

ე) ბეს თანხის ოდენობას და შესაბამისი ანგარიშის ნომერს.

6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის შესახებ.

7. ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.”.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, საჯარო აუქციონზე გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს;

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიას/ბეს გადახდის დამადასტუებელ დოკუმენტს (საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.

2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

4. პირს, უფლება აქვს, ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

5. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმოდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.”.

  3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია

    1. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები ქმნიან საჯარო აუქციონის მომწყობ კომისიას (შემდგომში _ კომისია), რომელიც დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას.

    2. კომისია შედგება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლებისაგან.

    3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით, ნიშნავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

     4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.

    5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.”.

 4. მე-5 მუხლის:

 ა) მე-6 პუნქტს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 “61. აუქციონში გამარჯვებულზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაიცემა გამარჯვების დადასტურება.“; 

   ბ)  მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7.  თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე, ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად, აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.”;

გ) მე-9 პუნქტის ბ” ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.”.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

1. საჯარო აუქციონზე ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საფასურია 200 ლარი.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებულთან აუქციონის ჩატარებიდან 1 თვეში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

3. საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მყიდველი ვალდებულია დაარეგისტრიროს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდეულება.

 4. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო  5 დღის ვადაში გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.

 5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარიშსწორებისას.“.

მუხლი. 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე  დ.გიორგაძე