„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110617012, 20/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016033
  • Word
49/04
17/06/2011
ვებგვერდი, 110617012, 20/06/2011
220020000.18.011.016033
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №49/04

2011 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების სისტემების ინტეგრაციის პროცესების მყისიერი რეალიზაციის აუცილებლობით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე