აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-10/42
დოკუმენტის მიმღები სს "თბილქიმფარმი"
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110616019, 17/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01-10/42
16/06/2011
ვებგვერდი, 110616019, 17/06/2011
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "თბილქიმფარმი"

   სს „თბილქიმფარმის” სამეთვალყურეო საბჭოს

   გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სს „თბილქიმფარმის” სამეთვალყურეო საბჭო გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 7 ივლისს, 17 საათზე, ჩატარდება სს „თბილქიმფარმის“ აქციონერთა საერთო კრება. სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2011 წლის 13 ივნისი.

 

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.

2. სს “თბილქიმფარმის 2010 წლის შედეგების (ბალანსის) განხილვა (მომხსენებელი მთავარი ფინანსური მენეჯერი ბ. აჩუაშვილი).

3. „თი ბი სი” ბანკიდან 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ა.შ.შ დოლარის ოდენობის კრედიტის აღება, მათ შორის 150 000 (ას ორმოცდათი ათასი) ა.შ.შ დოლარი დანადგარების შესაძენად და 100 000 (ასი ათასი) ა.შ.შ დოლარი საბრუნავი სახსრების შესავსებად (მომხსენებელი გენ. დირექტორი თ. სულუხია).

4. სხვადასხვა.

 

აქციონერებს შეუძლიათ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74. ტელ: 222 53 51; 225 16 60.

სს „თბილქიმფარმის“ აქციონერთა საერთო კრება ჩატარდება 2011 წლის 7 ივლისს, 17 სთ-ზე. თბილისი, წულაძის 34.

   სს „თბილქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭო