"2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110616018, 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016401
  • Word
240
14/06/2011
ვებგვერდი, 110616018, 16/06/2011
470230000.10.003.016401
"2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 240

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ე) იმ პაციენტების კვებით და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას (ძალაშია 2011 წლის 20 ივნისამდე);“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა.ე1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა.ე1) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას (ძალაშია 2011 წლის 20 ივნისიდან);“;

ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელ ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ყოფნის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობის ურგენტული დახმარების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდების ფარგლებში;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ქ. თბილისში, ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში ფსიქიკური სტაციონარული დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება:

დ.ა) მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა სტაციონარულ მომსახურებას 15 წლის ასაკიდან („ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანების საფუძველზე), კერძოდ:

დ.ა.ა) მოკლევადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას;

დ.ა.ბ) გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, მოკლევადიანი სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელებას ან იმ პაციენტთა მკურნალობას, რომელთა სტაციონარგარეშე დახმარება ვერ ხერხდება ფსიქოსოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევების გამო;

დ.ა.გ) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;

დ.ა.დ) სარეაბილიტაციო მომსახურებას გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შესაბამისად.“;

გ) მე-4 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, გასული წლის საბიუჯეტო ასიგნებების პროპორციის ანალოგიით, საწოლფონდის ცვლილებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ №442/ნ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წელს განხორციელებული დაფინანსების გათვალისწინებით, დანართი 1.6-ის შესაბამისად.“;

დ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. მე‑4 მუხლის მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტის პროპორციული გადანაწილება საწოლფონდის ცვლილების მიხედვით განისაზღვრება 2011 წელს რეგიონში დაფიქსირებული საშუალო საწოლდღის ღირებულების (12,68 ლარი) პროპორციულად, დანართი 1.6‑ის შესაბამისად.

42. მიმწოდებლებისთვის დანართი 1.6‑ის შესაბამისად განსაზღვრული დაფინანსება ერთი თვის ლიმიტის ფარგლებში დღეების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერულ პროგრამაში და მე‑7 მუხლის მე‑6 პუნქტის შესაბამისად შეუწყდებათ „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისთვის არსებული ხელშეკრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თვის საბიუჯეტო ლიმიტი შეეცვლებათ საწოლფონდის ცვლილების გათვალისწინებით.“;

ე) მე‑4 მუხლის მე‑6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2011 წლის 20 ივნისამდე მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მომსახურებას უზრუნველყოფს „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მომწოდებლები;

ბ) ანაზღაურება მოხდება სრულად (თანაგადახდის გარეშე) შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს თითოეული მომწოდებლისათვის განსაზღვრული ლიმიტისა;

გ) თითოეული მომწოდებლის ლიმიტი გამოითვლება „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეკომპონენტის ბიუჯეტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების ფარგლებში არსებული დაფინანსების პროპორციული გადანაწილებით.“;

ვ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ვ.ა) 61 პუნქტი:

61. 2011 წლის 20 ივნისიდან მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მომსახურების მოსარგებლეები არიან მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ სტაციონარულ დაწესებულებაში მკურნალობის პროცესში მყოფი პირები;

ბ) მომსახურება ანაზღაურდება სრულად (თანაგადახდის გარეშე) არამატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე მოსახლეობის ურგენტული დახმარების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდებისდა დადგენილი ანაზღაურების (ლიმიტების) ფარგლებში, ფაქტობრივი ხარჯისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.“;

ვ.ბ) მე‑9 პუნქტი:

„9. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ:

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არა უმეტეს ერთი შემთხვევის ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია 840 ლარით;

ბ) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება თვის ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც განსაზღვრულია 450 ლარით.“;

ზ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მე-3 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დანართი 1.5-ის, დანართი 1.6‑ისა და დანართი 1.7‑ის შესაბამისად. ამასთან, მე-3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2011 წლის 20 ივნისამდე, მე‑4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო 20 ივნისიდან – მე‑4 მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად.“;

თ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 და მე‑5 პუნქტები:

„4. 2011 წლის 20 ივნისიდან მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

ი) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობი დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“;

კ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 და მე‑6 პუნქტები:

„5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებები ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. ქუთაისის მასშტაბით, რომლებიც ეთანხმებიან ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს 2011 წლის 21 ივნისამდე.

6. მე‑7 მუხლის მე‑5 პუნქტის გათვალისწინებით, მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებლად სურვილის გამოთქმა ავტომატურად აჩერებს ხელშეკრულებას მე‑3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

ლ) დანართი 1.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1.6 – პროგრამის მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების თვის ლიმიტი (ლარებით) მიმწოდებლის მიხედვით:

 

 

 

თვის ლიმიტი 2011 წლის პირველ აპრილამდე[1]

თვის ლიმიტი 2011 წლის პირველი აპრილის შემდეგ

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

36,138.00

37,276.45

სააქციო საზოგადოება „მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის / ინსტიტუტი“

135,517.00

140,230.45

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“

44,136.00

45,640.64 (ძალაშია 1 აპრილიდან 20 ივნისამდე)

62,758.64 (ძალაშია 20 ივნისიდან)[2]

ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი შპს „ნევრონი“

4,487.00

4,639.97

შპს „ქუთაისის ივ. სხირტლაძის სახ. სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

5,832.00

5,731.03

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

271,273.00

280,820.78

შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

4,487.00

4,639.97

შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“

42,297.00

43,738.95

შპს „ა. ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“

33,648.00

34,795.10.“;

 

მ) დანართი 1.7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1.7 – პროგრამის ბიუჯეტი

 

კომპონენტი

ღონისძიება

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1. ამბულატორიული მომსახურება

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

2,833.6

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

70.1

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

სულ:

3,054.7

2. სტაციონარული მომსახურება

(მე‑3 მუხლის „ბ“ და“დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებები)

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

(მე‑3 მუხლის „ბ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება)

7,170.2

ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

120.0

ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება

45.0

ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

144.0

სულ:

7,479.2

3. ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია

სულ:

236.1

სულ ბიუჯეტი:

 

10,770.0.“.

 

2. №2 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობი დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

3. №3 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე‑7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობი დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაუდასტურებს პროგრამის განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

4. №4 დანართის (აივ‑ინფექცია/შიდსი):

ა) მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აივ‑ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების აივ‑ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ბ) ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.გ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მქონე პირების აივ‑ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.დ) ინექციური ნარკომანი პირების აივ‑ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ე) ორსულთა, ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების, ინექციური ნარკომანი პირების, სგგდ მქონე პირებისა და სისხლის დონორთა აივ‑ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;

ა.ვ) ე.წ. კომერციული სექსმუშაკების და ჰომო‑ და ბისექსუალების აივ‑ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;

ა.ზ) სხვა რისკჯგუფების (B და C ჰეპატიტის, აივ‑ინფექციაზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების, აივ‑ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების) აივ‑ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციას, ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით და აივ‑ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;“;

ბ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

1. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტესტ‑სისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და გადაეცემა მომსახურების შესაბამის მიმწოდებელს.

2. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობი დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“;

გ) დანართი 4.2 – პროგრამის ბიუჯეტი – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4.2 – პროგრამის ბიუჯეტი

 

ღონისძიება

ბიუჯეტი (ლარებით)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა კონსულტაცია და ტესტირება

586,020.0

1.1

მე‑3 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტესტ‑სისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა და ლოჯისტიკა

150,000.00

 

1.2

„ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფა

15,000.00

1.3

„ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფა

10,000.00

1.4

„ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფა

20,000.00

1.5

„ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფა

391,020.00

2

ამბულატორიული მომსახურება

1,308,480.0

3

სტაციონარული მომსახურება

1,255,500.0

სულ:

3,150,000.0.“.

 

5. №5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანტენატალურ მეთვალყურეობას:

ა.ა) ანტენატალური მეთვალყურეობა (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 5.2-ში);

ა.ბ) ანტენატალური სკრინინგი აივ‑ინფექციაზე, B ჰეპატიტსა და ათაშანგზე (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 5.2-ში);“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი და კონფირმაციული) და აივ‑ინფექციის/შიდსის (სწრაფი/მარტივი) განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფას;“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ანტენატალური დახმარების მოცულობის მიხედვით შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 55 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით:

ა) I ვიზიტი – 32 ლარი;

ბ) II ვიზიტი – 9 ლარი;

გ) III ვიზიტი – 7 ლარი;

დ) IV ვიზიტი – 7 ლარი.

11. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 12 ლარით.

2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი 5.4ის შესაბამისად.

3. გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

4. ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დანართი 5.5-ის შესაბამისად.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები:

1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

3. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისი მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

დ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც, სულ მცირე, აღჭურვილია:

ა.ა) ავტომატური იმუნოლოგიური რიდერითა და ვოშორით;

ა.ბ) სინათლის მიკროსკოპით;

ა.გ) ინვერსიული მიკროსკოპით;

ა.დ) ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით კარიოტირების სისტემის დასალაგებლად, რომლის მგრძნობელობაც არის 98% და მეტი;

ა.ე) ლამინირებული ბოქსებით;

ა.ვ) ინკუბატორებით;

ა.ზ) ცენტრიფუგით;

ა.თ) პრეციზიული გამაცხელებლით;

ბ) ჰყავს მაღალკვალიფიციური და შესაბამისი გადამზადების მქონე პერსონალი, სულ მცირე, ექიმ‑გენეტიკოსი, რადიოლოგი, მეან‑გინეკოლოგი, ლაბორანტი;

გ) აქვს გენეტიკური პათოლოგიების მონაცემთა რეგიონალური პარამეტრების ბაზა, რომელშიც ასახულია, სულ მცირე, 3000 სკრინინგული კვლევისა და 300 კარიოტიპირების მონაცემი;

დ) აქვს საოპერაციო (სავალდებულოა მე‑3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ე) ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან უზრუნველყოფილია (სავალდებულოა მე‑3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);

ვ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციებიდან (ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებელთან) საანალიზო მასალის რეგულარული შეგროვება და მოსარგებლეთა დროული ინფორმირება.

3. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“;

ე) მე‑8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.“;

ვ) დანართი 5.1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული.“;

ზ) დანართი 5.1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ანტენატალური მეთვალყურეობის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული, რომელთაც არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში დადგენილ ვადებში.“;

თ) დანართი 5.1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მოსარგებლენი არიან მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მძიმე ფორმის პრეეკლამპსია (>160 მმ.ვწყ.სვ და/ან >ცილა 3გ/ლ);

ბ) ეკლამპსია და მისი შემდგომი მდგომარეობები (ეკლამპსიური კომის გარდა);

გ) მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა ორსულობის 22‑ე კვირიდან 34‑ე კვირის ჩათვლით;

დ) ხელოვნური განაყოფიერების შედეგად განვითარებული ერთ- და მრავალნაყოფიანი ორსულობა;

ე) დეკომპენსირებული ექსტრაგენიტალური დაავადებები (სისტემური დაავადებები; ენდოკრინული სისტემის დეკომპენსირებული მდგომარეობები – გაუკონტროლებელი შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკოზი და სხვ.; თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა; პორტული ჰიპერტენზიით მიმდინარე მდგომარეობები; ონკოპათოლოგიები);

ვ) ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობები (მკვდარი ნაყოფი; ნაყოფის განვითარების მანკები; ვენტრიკულომეგალია – მეტი 15 მმ-ზე; SPINA BIFIDA; ანენცეფალია, ჰიდრანენცეფალია, პროზენცეფალია; ბილატერალური ჰიდრონეფროზი, 20 მმ-ზე მეტი; ომფალოცელე, გასტროშიზისი; ჰიდროთორაქსი შუასაყარის ცდომით; ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეყოვნება III-IV ხარ.; იზოსეროლოგიური შეუთავსებლობის ფონზე ნაყოფის დაზიანება (შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი); მრავალნაყოფიანი ორსულობა (2-ზე მეტი ნაყოფი);

ზ) კრიტიკული მდგომარეობა;

თ) გადატანილი პათოლოგიური მშობიარობა (ინსტრუმენტული მშობიარობა; საკეისრო კვეთა).“;

ი) დანართი 5.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 5.2ანტენატალური მეთვალყურეობა

1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) – ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ – შესაბამისად. კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-13 კვირამდე, მე‑18‑მე-20, 30‑ე‑32-ე და 34‑ე‑36‑ე‑38-ე კვირებზე), რაც მოიცავს:

 

1

პირველი ვიზიტი – მე‑13 კვირის ორსულობის ვადამდე

ა) მეან‑გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) თერაპევტის კონსულტაციას;

გ) სისხლის საერთო ანალიზს;

დ) შარდის საერთო ანალიზს;

ე) სიფილისის დიაგნოსტიკას

სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ზ) აივ‑ანტისხეულების განსაზღვრას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრას;

ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას.

2

მეორე ვიზიტი – ორსულობის მე‑18-მე‑20 კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).

3

მესამე ვიზიტი –

ორსულობის 30-ე‑32‑ე კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

4

მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 34‑ე‑36-ე‑38‑ე კვირებზე

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.

 

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს:

ა) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ბ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

გ) აივ‑ანტისხეულების განსაზღვრას (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით.“;

კ) დანართი 5.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 5.6 – პროგრამის ბიუჯეტი

 

მომსახურებები

ბიუჯეტი (ლარებით)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა

1,880,400.0

2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

1,500,000.0

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

200,000.0

4

ორსულებში B ჰეპატიტის და აივ‑ინფექციის/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა

99,000.0

5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800,000.0

სულ:

4,479,400.0.“.

 

6. №6 დანართის (ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა) მე‑6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

7. №7 დანართის (სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება) მე‑7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

8. №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე‑7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ჰემოდიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

9. №17 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა):

ა) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლენი არიან:

ბ.ა) საქართველოს მოქალაქე ონკოინკურაბელური პაციენტები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.ბ) საქართველოს მოქალაქე აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტები (2011 წლის 1 ივლისიდან);“;

ბ) მე‑3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ პალიატიურ მზრუნველობას;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ონკოინკურაბელური და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებული ინკურაბელური პაციენტების სტაციონარულ მოვლასა და სიმპტომურ მკურნალობას;“;

გ) მე‑4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 75 ლარს;

ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%‑ს;

ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან;“;

დ) მე‑5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები   

მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“;

ე) მე‑6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი – 300.0 ათასი ლარი;“;

ვ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

10. №18 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) მე‑7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

11. №19 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – ბრიგადის ვიზიტს პაციენტთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხითა და დანართი 19.2-ით განსაზღვრული სამედიცინო დანიშნულების საგნებით, საჭიროების შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას კატასტროფების დროს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე მომსახურების გაწევას;“;

ბ) მე‑4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურის ხარჯებში გათვალისწინებულია დირექტორის, 4 დისპეტჩერის (გამონაკლისია ქ. ბათუმის და ქ. ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურები, სადაც არის 9 დისპეტჩერი), დამლაგებელ-სანიტრის, ბუღალტერ-მოლარისა და ბრიგად(ებ)ის (ერთ ბრიგადაში არის 4 ექიმი, 4 ექთანი და 4 მძღოლი) ხელფასები, საშვებულებო ხარჯები, მედიკამენტების, მანქანების მომსახურების, ოფისის, კომუნალური, მობილური-კავშირგაბმულობის ხარჯები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

„ა.გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ერთეული შემთხვევის თანმხლები კონსულტაცია – 50.0 ლარი.“;

გ) მე‑7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

12. №20 დანართის (სოფლის ექიმი) დანართი 20.2 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 20.2 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარებით)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17,674

2

გალის მუნიციპალური საავადმყოფო

6,358

3

გალის მუნიციპალიტეტის საბერიოს საექიმო ამბულატორია

7,047

4

შპსოტობაიას საექიმო ამბულატორია

4,332

5

შპსნაბაკევის აფხაზეთიდან დევნილთა საექიმო ამბულატორია

2,599

6

შპსზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

2,599

7

შპსმზიურის საექიმო ამბულატორია

2,599

8

შპსოქუმის საექიმო ამბულატორია

4,332

9

შპსქვემო ბარღების ამბულატორია

867

10

შპსწალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი

6,014

11

მარნეულის მუნიციპალიტეტის შპსამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (წერაქვის ამბულატორია)

1,170

12

ყაზბეგის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება შპსიმედი

20,790

13

თიანეთის სამედიცინო ცენტრი

25,245

14

შპსშატილის ამბულატორია

1,170

15

შპსბარისახოს საექიმო ამბულატორია

1,170

16

ამბროლაურის საავადმყოფო

10,700

17

ამბროლაურის პოლიკლინიკა

5,500

18

ლენტეხის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება

12,500

19

ონის საავადმყოფო

6,000

20

ონის პოლიკლინიკა

5,000

21

ცაგერის საავადმყოფო

10,500

22

ცაგერის პოლიკლინიკა

6,000

23

მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანება

3,232

24

შპსმესტიის საავადმყოფო

6,400

25

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპსდარჩელის ზონალური საავადმყოფო

3,059

26

შპსაფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა

15,518

27

შპსჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა

5,000

28

შპსჯვარის პოლიკლინიკა

5,272

29

ცხინვალის ზონის ერედვის საექიმო ამბულატორია

8,470

30

ცხინვალის ზონის ავნევის საექიმო ამბულატორია

3,582

31

ცხინვალის ზონის ქსუისის საექიმო ამბულატორია

8,160

32

ცხინვალის ზონის ქურთას საუბნო საავადმყოფო

35,976

33

შპსახალგორის რაიონული პოლიკლინიკა

3,460

34

შპსლარგვისის საექიმო ამბულატორია

1,271

35

შპსნიქოზის ამბულატორია

2,977

36

შპსახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის ამბულატორია

1,733

37

შპსტყვიავის საავადმყოფო

3,400

38

შპსახალგორის რაიონული საავადმყოფო

5,000

39

შპსბაკურიანის საავადმყოფო

3,500

 

სულ თვის ბიუჯეტი:

276,176 .“.

 

13. №22 დანართის (3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება):

ა) მე‑4 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება მოსარგებლისთვის სხვადასხვა ნოზოლოგიური კოდის მიხედვით გაწეული მომსახურებების ჯამური ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არა უმეტეს ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამისა (აღნიშნული პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 31 მაისის შემდგომ პერიოდში დასრულებული შემთხვევების დაფინანსებისას.“;

ბ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

14. №23 დანართის (მოსახლეობის ურგენტული მომსახურება):

ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება მოსარგებლისთვის სხვადასხვა ნოზოლოგიური კოდის მიხედვით გაწეული მომსახურებების ჯამური ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არა უმეტეს ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამისა (აღნიშნული პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 31 მაისის შემდგომ პერიოდში დასრულებული შემთხვევების დაფინანსებისას.“;

ბ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“.

15. №24 დანართის (ზოგადი ამბულატორიული მომსახურება):

ა) მე‑7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“;

ბ) მე‑9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ პროგრამის მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია და პროგრამის განმახორციელებელთან ინფორმაციის წარდგენა პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების დაწყებამდე.“.

16. №27 დანართის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა):

ა) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტები მიეწოდება:

ა) ანტირაბიული დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს;

ბ) მოსახლეობის ურგენტული მომსახურების ფარგლებში გამოვლენილ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს;

გ) სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს;

დ) 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარების ფარგლებში გამოვლენილ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაცია ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის ხარჯვის შესახებ წარუდგინოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური



[1]. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრისჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე442/ ბრძანება.

                                     

[2]. საწოლფონდის ცვლილებით გამოწვეული დაფინანსების ცვლილება.