დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616017, 16/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016400 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №241
2011 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
1. „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობების მოპოვება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები