დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616014, 16/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016397 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №237
2011 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქარ თველოს ენერგეტიკისა და ბუ ნებრივი რესურსების სამინისტროს დებულე ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 18/03/2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნ ველ ყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეე ბის შეხვედრების ორგანიზება;
გ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.“.
2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელ შეწყობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;
ე) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამი სად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ვ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნი კური უზრუნველყოფა, მათ შორის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანი ზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრა ლური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
ზ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდ მივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გა მარ თული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამი ნისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველ ყოფა;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყ ი დ ვების განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების შე სახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მონიტორინგი (მათ შორის, ფინანსური), თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინა დადებების შემუშავება;
ლ) საქართველოს მთავრობისა და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარი შების პროექტების მომზადება;
მ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავი სუფ ლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
ნ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ო) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკან ტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
პ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენ ციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამი ნისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა თვის, სამინისტროს მი ერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნ ველ ყოფა;
ჟ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებ ლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ს) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები