დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №1-1/2031 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/927 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616011, 16/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016084 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ს
ბრძანება №1-1/927
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №1-1/2031 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №1-1/2031 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2010, №169, მუხ. 2431) დამტკიცებულ „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ინსპექციის სტრუქტურა
ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ამწე, საქვაბე, თბოელექტროსადგურებზე და სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნებართვების სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო;
ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
2. მე-6 მუხლის
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (ხაზობრივი ნაგებობების – მაგისტრალური გაზსადენი, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური წყალსადენი, საკანალიზაციო კოლექტორი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, საავტომობილო გზები და რკინიგზები სათანადო ინფრასტრუქტურული ობიექტებით, საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების – ელექტროსადგურები, მსხვილი საწარმოო კომპლექსები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, აეროდრომები და სხვა) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა";
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;
გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების ინსპექციის უფროსისთვის წარდგენა;
დ) ზედამხედველობის განხორციელებისას საეტაპო ოქმების შედგენა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
ვ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ზ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე;
თ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ი) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ინსპექცია მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;
კ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისა ან/და დემონტაჟის შესახებ;
ლ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, ასევე „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება“ .
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-5 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები), ასევე „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმებს, მასალების მომზადება სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, სანებართვო მოწმობის გაფორმება, მშენებლობის ნებართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის ასლების გადაცემა ნებართვის მაძიებლისათვის და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სამსახურისათვის, განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება“ .
დ) მე-5 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ინსპექციაში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საარქივო საქმის წარმოების წარმართვა, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ინსპექციაში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;
დ) ინსპექციის უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ე) სათანადო მასალების მომზადება ინსპექციიდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
ვ) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება;
ზ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, ინსპექციის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი;
თ) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, ინსპექციის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა;
ი) ინსპექციის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში ინსპექციის აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უწყებრივი რეესტრის წარმოება, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათი ინსპექციის უფროსისათვის შემდგომი ინიციირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა;
ლ) ინპექტირების ოქმებში შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მითითებული ვადების დაცვის შემდგომი ერთობლივი კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, სხდომის ოქმების შედგენა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში“ .
მ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ვ) მე-6 პუნქტს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 61. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) ინსპექციის ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ინსპექციის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
დ) ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
ე) ადმინისტრაციულ სამმართველოსთან და ინსპექციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის შედეგებზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებაში მინაწილეობა;
ვ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ზ) ინსპექციის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
თ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები