დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/3 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616005, 20/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.157.016046 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/3
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებით („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალი, 110414020,18.04.2011) დამტკიცებული დანართი 1, თავი I-ის მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები