დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ

  • Word
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110615016, 20/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25
15/06/2011
ვებგვერდი, 110615016, 20/06/2011
270090000.22.023.016066
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2011 - 20/02/2013)

 საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №25

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ

„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი

1.  დამოუკიდებელი ექსპერტი არის  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან –  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც  კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში.

2.  დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

    მუხლი 3. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.

2. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესი , სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები.

3.  დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

    მუხლი 4. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა     

1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით.

2. დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 215 ლარის ოდენობით.