დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-30/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110615005, 15/06/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470060000.22.035.016079 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-30/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში (სსმ III, №12, 04.02.2004, მუხლი 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა” დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა
1. ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი;
2. თიორიდაზინი (სონოპაქსი);
3. კეტამინი;
4. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები);
5. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები;
6. პროპანიდიდი;
7. ფენაზეპამი;
8. ქლორპრომაზინი;
9. ციკლოდოლი;
10. პრეგაბალინი.
შენიშვნა:
ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილი სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;
ბ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თავისი შემადგენლობით, თანახმად „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს;
გ) ჩამონათვალში შეტანილია საქართველოში დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებებიც და საქართველოს ბაზარზე მათი დაშვების შემთხვევაში მათ მიმართ ავტომატურად ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები“.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები” დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები
1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების (შემდგომში – სამკურნალო საშუალებები) წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვაზე შესაბამისი უფლების მქონე პირს.
2. სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის რეჟიმში.
3. აკრძალულია სანარკოზე საშუალებების (მათი შეყვანის გზებისაგან დამოუკიდებლად) რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია.
4. სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა №2 (დამტკიცებული: „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებით). ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა №2 რეცეპტის ნომერი და დასაბუთება სამკურნალო საშუალების დანიშვნის მართებულობის შესახებ.
5. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დალუქულ და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში, რომლის ფორმა, გაფორმებისა და დალუქვის წესი შეესაბამება „ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6. ფარმაცევტული დაწესებულება ვალდებულია სამკურნალო საშუალებების ბრუნვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები