დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-34/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110615001, 15/06/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.22.035.016083 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2011 - 14/03/2013)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-34/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
„ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების თანდართული ჩამონათვალი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის № 192/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დანართი
რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი
1. „ ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა № 1 (დამტკიცებული: „ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის N465/ო ბრძანებით ) რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის III სიაში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.
2. „ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა № 2 (დამტკიცებული: ,, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებით ) რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება:
ა) „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის IV სიაში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ფსიქოტროპული ნივთიერებების წამლის ფორმები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;
ბ) „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის № 22/ნ ბრძანებით გათვალისწინებული, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;
გ) მაგისტრალური რეცეპტით მოსამზადებელი ნებისმიერი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მზა წამლის ფორმის სახით არ მიეკუთვნება „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიებს, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება;
დ) ოფიცინალური რეცეპტით მომზადებული ნებისმიერი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მზა წამლის ფორმის სახით არ მიეკუთვნება „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიებს, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება;
ე) საქართველოში რეგისტრირებული ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და მათი მარილების წამლის ფორმები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.
შენიშვნა: კანონმდებლობით დადგენილ, გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები