დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110614007, 16/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016068 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2011 წლის 13 ივნისი
ქ. ხაშური
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:
ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;
ბ) დედ-მამით ობლები ან/და მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-70 000 ქულის ფარგლებშია;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-70 000 ქულის ფარგლებშია.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე დ.ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები