აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის № 20 დადგენილებაში ცვლილებები

  • Word
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის № 20 დადგენილებაში ცვლილებები
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110614003, 20/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
09/06/2011
ვებგვერდი, 110614003, 20/06/2011
010260020.35.110.016056
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის № 20 დადგენილებაში ცვლილებები
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2011 - 05/07/2011)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 29

2011 წლის 9 ივნისი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებები

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19'' მუხლის პირველი პუნქტის, 1915 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს ¹659 ბრძანებულების, „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 და №4 დადგენილებების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის ¹20 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, კერძოდ;

შეიცვალოს დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით (დანართი №1 შესაბამისად).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე          . თოფურია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა

1 კვ.მ მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში

საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში

1.

ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა

15.792

1.11

2.

სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

7.896

0.55

3.

დასახლებათა შორის არალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

3.948

0.28

4.

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანა) და (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

7.896

0.55