დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 13/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110613023, 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.21.014.016021 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №14
2011 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (ვებპორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კლასიფიკატორი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესით“ (შემდგომში – შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი) დადგენილი კლასიფიკატორი;“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კვარტალური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, დანართი №2-ის შესაბამისად, სისტემის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა. დანართი №2-ს უნდა დაერთოს შესაბამისი კვარტალის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართი №2-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების (მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულება დადებულია კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გაგზავნილ უნდა იქნეს სააგენტოში ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში, შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების ველში.
2. წლიური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა დანართი №3-ის შესაბამისად. დანართი №3-ს უნდა დაერთოს შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართ №3-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების (მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულება დადებულია კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გაგზავნილ უნდა იქნეს სააგენტოში ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ატვირთულ უნდა იქნას სისტემაში შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების ველში.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია კვარტალურ ან/და წლიურ ანგარიშს დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს სისტემის გამოყენების გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კვარტალური ან/და წლიური ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება მისი სისტემის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. კვარტალური ან/და წლიური ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებს, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში სააგენტოსათვის კვარტალური ან/და წლიური ანგარიშის სისტემის გამოყენების გარეშე წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.”.
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიშის ფორმა
| 1. შედგენის თარიღი და კვარტალი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ | 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | |||||||||||
| 3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | 4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| |||||||||||
| № | შესყიდვის საშუალება | დანაყოფის კოდი | შესყიდვის დანაყოფის დასახელება | შესყიდვის განხორციელების ვადა/თარიღი | გამარტივებული ელექტრონული/ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი | ხელშეკრულების ნომერი | ხელშეკრულების ჯამური ღირებულება | გახარჯული თანხა | გახარჯული თანხა ნაზარდი ჯამით | მიმწოდებლის დასახელება | მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 14. კვარტალის განმავლობაში გახარჯული თანხის ჯამი: | __________ ლარი
| |||||||||||
შესყიდვების კოორდინატორი _________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა)”
4. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №3
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმა
| 1. შედგენის თარიღი და საანგარიშო წელი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| ||||||||||
| 3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| 4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | ||||||||||
| № | შესყიდვის საშუალება | დანაყოფის კოდი | შესყიდვის დანაყოფის დასახელება | შესყიდვის განხორციელების ვადა/თარიღი | გამარტივებული ელექტრონული/ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი | ხელშეკრულების ნომერი | ხელშეკრულების ჯამური ღირებულება | გახარჯული თანხა | მიმწოდებლის დასახელება | მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 13. წლის განმავლობაში გახარული თანხის ჯამი | _______ ლარი | ||||||||||
შესყიდვების კოორდინატორი_________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა)”
5. დანართი №4-ის:
ა) პირველი პუნქტის „თ“ და “ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დანართი №1-ის მე-2 სვეტში მიეთითება შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაყოფის (შემდგომში – დანაყოფი) კოდი;
ი) დანართი №1-ის მე-3 სვეტში მიეთითება დანართი №1-ის მე-2 სვეტში მითითებული დანაყოფის დასახელება;“.
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანართი №2-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული კვარტალური ანგარიშის შედგენის თარიღი და ის კვარტალი (I, II, III ან IV), რომლის ანგარიშის წარმოდგენაც ხდება;“.
ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„უ) დანართი №2-ის მე-14 ველში მიეთითება საანგარიშო კვარტალის განმავლობაში გახარჯული თანხის ჯამი (არა ნაზარდი ჯამი).“.
გ) მე-3 პუნქტის:
გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანართი №3-ის პირველი პუნქტის გასწვრივ მიეთითება კონკრეტული წლიური ანგარიშის შედგენის თარიღი და წელი, რომლის ანგარიშის წარმოდგენაც ხდება;“.
გ.ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ტ) დანართი №3-ის მე-13 ველში მიეთითება წლის განმავლობაში გახარჯული თანხის ჯამი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები