„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110613013, 14/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016018
  • Word
146
10/06/2011
ვებგვერდი, 110613013, 14/06/2011
010320020.22.030.016018
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 146

2011 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებ ს შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ. 1853) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება :

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1” პუნქტი:

1. სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების კომპეტენციის ფარგლებში სათანადო შესრულება;”;

ბ)  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ. სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების კომპეტენციის ფარგლებში სათანადო შესრულება;”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.   ვაშაძე