დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110613009, 15/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016039 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2011 წლის 7 ივნისი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის #32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის #32 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., #54 (22.798), გვ.7-9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“.
ბ) დებულების მე–3 მუხლის 1–ლ პუნქტს ,,დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;“.
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას;
ზ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებასა და სტრუქტურას, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;“.
დ) დებულების მე-5 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) დებულების მე-7 მუხლის, ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;“.
ვ) დებულების მე-8 მუხლის, 1-ლი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები