აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110613008, 15/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016040
  • Word
19
07/06/2011
ვებგვერდი, 110613008, 15/06/2011
010320020.32.057.016040
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2011 წლის 7 ივნისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტო­­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბი­სა და საქმია­ნო­­ბის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

 1. ლიკვიდირებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინა­რიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 ა) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვე­­წყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 18 აპრილის 34 დადგენილება;

 ბ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვე­უ­წყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთა­ვ­რობის 2007 წლის 12 ნოემბრის 113 დადგენილება.

 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (დ. სურ­მანიძე) უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწე­სებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართ­ლებ­რივი ღონისძიებების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორ­ციე­ლე­­­ბის კოორდინაცია და კონტროლი.

 

 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუ­წ­­­ყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სა­მ­სა­ხურმა (ს. თურმანიძე) დადგენილების ძალაში შესვლისთანავე უზრუნველყოს თანა­მშ­რო­­­­მელთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე   . ვარშალომიძე