დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110613004, 15/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.148.016064 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 10 ივნისი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილების (სსმ, 22.02.2011) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
| № | მოსაკრებლის გადამხდელი | ზომის ერთეული | ნარჩენების დაგროვების ნორმა კუბ.მ.თვეში | ერთი კუბ.მ. ნარჩენის გატანის ღირებულება /ლარი/ | მოსაკრებლის განაკვეთი თვეში /ლარი/ |
| 1 | მოსახლეობა | სული | 0,1 | 5,0 | 0,50 |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 3 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 4 | საავადმყოფოები / ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | ერთი საწოლი | 0,062 | 5,0 | 0,31 |
| 5 | სასტუმროები / ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | ერთი საწოლი | 0,062 | 5,0 | 0,31 |
| 6 | სასურსათო მაღაზიები/სავაჭრო დარბაზი/ | ფართი ერთი კვ.მ. | 0,041 | 5,0 | 0,21 |
| 7 | სამრეწველო მაღაზიები და აფთიაქები /სავაჭრო დარბაზი/ | ფართი ერთი კვ.მ. | 0,013 | 5,0 | 0,07 |
| 8 | რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები და სხვა საზ.კვების ობიექტები | ერთი დასაჯდომი ადგილი | 0,13 | 5,0 | 0,65 |
| 9 | აბანოები, საუნები | ერთი კვ.მ. | 0,03 | 5,0 | 0,15 |
| 10 | სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | ერთი მოსწავლე | 0,01 | 5,0 | 0,05 |
| 11 | თეატრები და კინოთეატრები | ერთი სავარძელი | 0,018 | 5,0 | 0,09 |
| 12 | დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,03 | 5,0 | 0,15 |
| 13 | ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,004 | 5,0 | 0,02 |
|
|
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 14 | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,004 | 5,0 | 0,02 |
| 15 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები,არქივები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,002 | 5,0 | 0,01 |
| 16 | საცხობები | სამუშაო ფართის ერთი კვ,მ, | 0,03 | 5,0 | 0,15 |
| 17 | აგრარული ბაზრები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,02 | 5,0 | 0,10 |
| 18 | შერეული საქონლის ბაზრები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 | 5,0 | 0,05 |
| 19 | სამხედრო ნაწილები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ | ერთი სამხ.მოსამსახურე | 0,1 | 5,0 | 0,50 |
| 20 | ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,002 | 5,0 | 0,01 |
|
|
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 21 | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 22 | ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,022 | 5,0 | 0,11 |
| 23 | ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 | 5,0 | 0,05 |
| 24 | საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,002 | 5,0 | 0,01 |
| 25 | მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები/ საწარმოო ნარჩენების გარდა/ | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,006 | 5,0 | 0,03 |
| 26 | მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,04 | 5,0 | 0,20 |
| 27 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები/ სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა/ | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,002 | 5,0 | 0,01 |
|
|
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 | 5,0 | 0,05 |
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხაჩიური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები