,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110613003, 15/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016063
  • Word
30
10/06/2011
ვებგვერდი, 110613003, 15/06/2011
010260050.35.148.016063
,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №30

2011 წლის 10 ივნისი

ქალაქი გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის19 დადგენილებაში (სსმ, 13.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსებას მიიღებენ 500 ლარის ოდენობით;

გ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა – ფიზიოლოგიური მშობიარობის, საკეისრო ოპერაციების, სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 5. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება

1. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. დაფინანსებას მიიღებს საცურაო აუზზე სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე. თითო ბავშვს დაუფინანსდება სამთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

 ე) ცნობა ექიმისგან სქოლიოზით დაავადების შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე);

 ვ) დაბადების მოწმობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ;

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;“.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 13 აპრილიდან.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე             თ. ხაჩიური