დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110613002, 15/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.35.148.016062 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2011 - 08/07/2011)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2011 წლის 10 ივნისი
ქ. გორი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმები (დანართი №1 და №2).
2. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი (დანართი №3).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 მაისის №27 დადგენილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური




დანართი #3
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის–გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომში–დაწესებულება) გორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების (შემდგომში მოწმობები) გაცემას უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში– სამსახური).
2. მოწმობების დაკვეთას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დამზადებული მოწმობების დამამზადებლისაგან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალურად ამ მიზნით გაცემული რწმუნებულება.
4. მოწმობების შესანახად და გასაცემად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმობებს ინახავს ცეცხლგამძლე სეიფში. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოწმობების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
5. მოწმობების მისაღებად სამსახურში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
6. სამსახურიდან მოწმობების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
7. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამსახურში.
8. მოწმობების შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით დაწესებულების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
9. გასაცემი მოწმობების რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
10. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
11. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
12. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
13. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამსახურს კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები