საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2003 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთისაარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2003 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთისაარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28/2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/10/2003
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2003
სარეგისტრაციო კოდი 010190020.13.007.006126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
28/2003
10/10/2003
ვებგვერდი
010190020.13.007.006126
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2003 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთისაარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 19/10/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.126

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 28/2003

2003 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთისაარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციის და ამომრჩევლის მიერ, საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2003 წლის 22 ოქტომბრისა.

მუხლი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის განცხადების განხილვა მოხდეს მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2003 წლის 23 ოქტომბრისა.

მუხლი III. სასამართლოში გასაჩივრების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 26 ოქტომბერი. ხოლო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ახალ ვადად განისაზღვროს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღების დღესვე გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამავე დღესვე გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

მუხლი IV. საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების 2 ეგზემპლარის გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 26 ოქტომბრისა.

მუხლი V. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 2 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნებამდე მე-4-დან მე-2 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (ასეთ შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში ცვლილება შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს და ხელმოწერით ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი)

მუხლი VI. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი VII. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე