საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №759 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №759 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 18/06/2004
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 190020090.11.106.006526
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
759
18/06/2004
ვებგვერდი
190020090.11.106.006526
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №759 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 31/08/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.090.11.106.006.526

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება 759

2004 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესი” თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

დანართი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დამკვეთისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის პროცენტული განაწილების პრინციპს.

    მუხლი 2

ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტ-როს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების” შესაბამისად.

თავი II. მიღებული შემოსავლის განაწილების განსაზღვრა

    მუხლი 3

დამკვეთის მომსახურებისათვის მიღებული შემოსავალი წარმოადგენს ცენტრის არასაბიუჯეტო შემოსავალს, რომლიდანაც ხდება ექსპერტის (სპეციალისტის) შრომის ანაზღაურება, ფონდის დაფინანსება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.

    მუხლი 4

სახელშეკრულებო არასაბიუჯეტო შემოსავლის ღირებულებითი მოცულობის (თანხის) განაწილების წესი (სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ) განისაზღვრება შემდეგი სახით:

1. ცენტრის ექსპერტების (სპეციალისტების) შრომის ანაზღაურება – 12,5%.

2. ოფისის ხარჯები – 8,5%:

ა) სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები;

ბ) მცირეფასიანი საშუალებები და საგნები (150 ლარამდე);

გ) საბიბლიოთეკო და აკინძვა-არქივის ხარჯები;

დ) შენობის მიმდინარე შეკეთება.

3. კომუნალური ხარჯები – 13%:

ა) ელექტროენერგიის მოხმარება;

ბ) სატელეფონო მომსახურება;

გ) წყლის მოხმარება;

დ) სანიტარიულ-დასუფთავებითი სამუშაო.

4. სამივლინებო ხარჯები (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) – 6%.

5. ძირითადი კაპიტალი – 22%:

ა) ქონების გადასახადი;

ბ) ძირითადი საშუალებების შეძენა (150 ლარზე მეტი);

გ) შენობის კაპიტალური რემონტი.

6. ტრანსპორტის შენახვა-მომსახურება – 3%.

7. სხვა ხარჯები – 5%.

8. თანამშრომელთა წახალისების ფონდი – 30%.

თავი III. თანამშრომელთა წახალისების განკარგვის წესი

    მუხლი 5

1. თანამშრომელთა წახალისების ფონდიდან ხორციელდება ცენტრის თანამშრომელთა პრემირება და მატერიალური წახალისება.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია ამ წესის მე-4 მუხლის ნებისმიერი პუნქტით განსაზღვრული თანხების გამოყენება, მე-4 მუხლის რომელიმე სხვა პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისათვის (მიზნებისათვის).

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 6

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.