დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის იძულებით დანიშვნის შესახებ” კომისიის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 28/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 07/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.17(0).140.005661 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/02/2003 - 25/05/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.661
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №28
2003 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის იძულებით დანიშვნის შესახებ” კომისიის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი „ა” პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულებით დამტკიცებული „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ” დროებითი დებულების მე-16 თავის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული დროებითი წესი „ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის იძულებით დანიშვნის შესახებ”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
დროებითი წესი
ემიტენტებისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის
იძულებით დანიშვნის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულებით დამტკიცებული „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ” დროებითი დებულების (შემდგომში – დებულება) XVI თავის მე-4 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (შემდგომში – რეგისტრატორი) დანიშვნის პირობებს და პროცედურას იმ ემიტენტებისათვის, რომლებმაც არ შეასრულეს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და დებულების XVI თავის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები რეგისტრატორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
2. ამ წესის მიზანია ემიტენტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 2. რეგისტრატორების პირველადი რიგის ჩამოყალიბება
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ იმ ემიტენტების ფასიანი ქაღალდების რეესტრები, რომელთაც კომისია იძულებით დაუნიშნავს რეგისტრატორს, კომისიაში უნდა წარადგინონ განაცხადი აღნიშნულის თაობაზე.
2. განაცხადის კომისიაში წარდგენა ნაბაყოფლობითია.
3. რეგისტრატორთა პირველადი რიგი ყალიბდება კომისიაში რეგისტრირებულ განაცხადთა წილისყრის მიხედვით.
4. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რეგისტრატორი არ გააკეთებს განაცხადს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნ-ქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისია რეგისტრატორების რიგს ჩამოაყალიბებს მის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების წილისყრის მიხედვით.
მუხლი 3. რეგისტრატორის შერჩევა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჩამოყალიბებული რეგისტრატორთა პირველადი რიგიდან იმ რეგისტრატორის შერჩევა, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით იძულებით უნდა დაენიშნოს ემიტენტს, ხდება თანმიმდევრული როტაციის (ყოველი მომდევნო რეგისტრატორი იკავებს წინა რეგისტრატორის ადგილს) პრინციპით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შერჩეულ რეგისტრატორს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აქვს მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების უფლება, შერჩევა გაგრძელდება იმავე პრინციპით.
3. ემიტენტისთვის იძულებით დასანიშნად შერჩეულ რეგისტრატორს არ აქვს უფლება უარი თქვას მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაზე, თუკი მას საამისოდ არ გააჩნია სათანადო არგუმენტები, რასაც კომისია უარის საფუძვლად მიიჩნევს.
4. კომისიას შეუძლია გაითვალისწინოს რეგისტრატორთა თხოვნა ემიტენტის და რეგისტრატორის ტერიტორიული ადგილმდებარეობის შესაძლო თანხვედრის შესახებ.
მუხლი 4. რეგისტრატორის ამოღება პირველადი რიგიდან
1. რეგისტრატორი შეიძლება ამოღებულ იქნეს რეგისტრატორთა პირველადი რიგიდან:
ა) საკუთარი სურვილით, კომისიისადმი წერილობითი განაცხადის წარდგენის გზით;
ბ) კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.
2. რეგისტრატორთა პირველადი რიგიდან ამოღებულ რეგისტრატორს არ აქვს უფლება ხელახლა განაცხადოს აღნიშნულ რიგში შეყვანის შესახებ რიგიდან მისი ამო-ღების დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რეგისტრატორთა პირველად რიგში ხელახლა შეყვანის შესახებ რეგისტრატორის მიერ კომისიაში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის რიგითობის შესაბამისად იგი მოექცევა არსებული რიგის ბოლოს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები