დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1670 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 20/11/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.000.442 |
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწისა და“, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%;
ნ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 40%;“, ხოლო „მ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ო“ ქვეპუნქტად.
2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 7% ჩაირიცხება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად და 3% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე ქალაქების, რაიონების გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სქემების შესადგენად.“.
3. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, საიდანაც განხორციელდება აღნიშნული კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება;
მ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 40%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 50%;“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ნ“ ქვეპუნქტად.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი
1998 წლის 30 ოქტომბერი.
№1670-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები